ყავა შვედეთში პირველად გამოჩნდა 1674 წელს, ხოლო გავრცელდა 1678 წლიდან მეფე კარლ XII- ის დროს. გეტებორგის საბაჟო წიგნში შემორჩენილია ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ უცნობმა პირმა ქვეყანაში შემოიტანა ნახევარი კილოგრამი ყავის მარცვლები.
თავდაპირველად შვედეთში ყავას როგორც მედიკამენტს, ისე იყენებდნენ და იგი მხოლოდ აფთიაქებში იყიდებოდა, მაგრამ თანდათანობით სასმელი უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ამას ხელს უწყობდა თავად მონარქიც.
კარლ XII პირადად გაემგზავრა თურქეთში, სადაც შეისწავლა ყავის სმის კულტურა და უკვე სამშობლოში დაბრუნებისთანავე იგი დღეში ოჯახთან ერთად მოიხმარდა 3 ლიტრამდე არომატული ყავას.
1700 წლიდან ყავის სმა მოდური გახდა მამაკაცებს შორის ყავახანებში, პოლიტიკური დისკუსიების, საქმიანი შეხვედრების და ბანქოს თამაშის დროს.
იმ დროს ითვლებოდა პრემიუმ სასმელად ცაი ითვლებოდა, ხოლო ყავის კულტურა უფრო მეტად გავრცელებული იყო გლეხებში, რომლებიც მას მძიმე ფიზიკური მუშაობისას შესვენების დროს სვამდენენ.ყავა, როგორც ცხელი სასმელი, ხელს უწყობს სხეულის მუშაობის დროს დაკარგული სხეულის ტემპერატურის ნაწილობრივ აღდგენას.
სხვა სიტუაცია შეიქმნა მეფე გუსტავ III-ის მეფობის დროს, რომელიც გააფთრებული ქადაგებდა ყავის მავნებლობის შესახებ.
დასტურის ნიშნად, მან ექსპერიმენტში, ჩართო ორი სიკვდილმისჯილი ტყუპი, რომელთაც მეფის ბრძანებით სასიკვდილო განაჩენი - სამუდამო პატიმრობით ერთი განსაზღვრული პირობით შეეცვალათ.
ერთ-ერთ მათგანს მთელი ცხოვრება, ყოველდღიურად უნდა მიეღო სამი ფინჯანი ყავა ხოლო მეორეს იგივე რაოდენობის ჩაი.
მათ მდგომარეობას მეთვალყურეიბდა, საგანგებოდ მიმაგრებული მკურნალი.
ექსპერიმენტის შესახებ ცნობილია, რომ პატიმრებმა დიდხანს იცოცხლეს და საიქიოს გაისტუმრეს ექიმიც და მეფე გუსტავ მესამეც.
მათგან პირველი, - ჩაის მსმელი ძმა, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გუსტავ მესამის გარდაცვალების შემდეგ, შვედეთში კიდევ 28 წლის განმავლობაში იზღუდებოდა ყავის დალევა.
დღესდღეობით, შვედური ყავა ადგილობრივი სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. შვედეთის ყველა მცხოვრები, სტატისტიკის მიხედვით დღეში მიირთმევს სამ ფინჯანზე მეტს ყავას.
ქვეყანაში განსაკუთრებით უყვართ ყავის პროდუქტები ბრაზილიიდან, კენიიდან, კოლუმბიიდან, კოსტა-რიკადან და გვატემალადან.
შვედეთში მიღებულია ყავის დალევა არა მხოლოდ დილით, არამედ მთელი დღის განმავლობაში, თუმცა მინიატურულ კლასიკური ჭიქებს შვედები ყავის უფრო დიდ, შთამბეჭდავ ჭიქებს ამჯობინებენ, რომლის ტევადობაა 200 მლ.
შვედეთში მიღებულია ყავა რძესთან ან ნაღებთან ერთად, თუმცა მას იშვიათად უმატებენ შაქარს. შვედურ ყავას ხშირად თან ახლავს მარციპანი ან ნუში, ასევე ხშირად მიირთმევენ სხვადასხვა სახის ტკბილ ნამცხვართან თუ ფუნთუშეულთან ერთად.
შვედეთში მოქმედებს თავისებური ტრადიცია, რომელსაც Fika-ს უწოდებენ (შვედური „ყავა-ბრეიკის“ სინონიმი, ასევე მიიჩნევა, რომ სიტყვა წარმოშობილია შვედური გლეხური დიალექტისგან - სიტყვა ყავის შებრუნებული მნიშვნელობა).
Fikaა არის თავისებური შესვენება სამუშაოს პერიოდში ფინჯან ყავასთან ერთად (ტკბილი ნამცხვრისა და დარიჩინის თანხლებით) ამასთან ფიკა ტარდება არა მხოლოდ სამსახურის კოლეგებს შორის, არამედ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.
ფიკა ძალიან პოპულარულია შვედეთის ყავახანებში. 2007 წელს შვედეთის ქალაქ კალმარში დარეგისტრირდა რეკორდი, როცა ფიკაზე შეიკრიბა ერთდროულად 2,620 ადამიანი.
ყავა, კონიაკთან კომბინაციაში, ტრადიციული სასმელია შვედურ საშობაო სუფრაზე, თუმცა შვედები ამგვარ ყავას სამუშაო დღეებშიც სიამოვნებით მიირთმევენ. ყავის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა შედურმა ალკოჰოლმა Kask ან Kroon - ყავასთან კომბინაციაში.
შვედებს ყავის მოხალვის საკუთარი, განსაკუთრებული მეთოდი გააჩნიათ, რის გამოც შვედური ყავა უყვართ და პატივს სცემენ კოფემანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ადგილობრივი მწარმოებლები ყიდულობენ ნედლეულს სხვადასხვა მიმწოდებელი ქვეყნებიდან და სპეციფიკურ დამუშავებით ქმნიან უნიკალური მახასიათებლების მქონე ხარისხიან პროდუქტს. ამიტომ ტურისტებს იშვიათად ბრუნდებიან შვედეთიდან ადგილობრივი ყავის გარეშე.
შვედური ყავის ცნობილი ბრენდებია: Arvid Nordquist, Zoega, Löfbergs Lila, Gevalia და სხვა...


