მიუხედავად იმისა, რომ გერმანია უპირველესად ასოცირდება ისეთ სასმელებთან, როგორიც არის მაგალითად - ლუდი, ყავა ბიურგერების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი დელიკატესია.
გერმანული ყავის ისტორია საკმაოდ უჩვეულო და საინტერესოა. გერმანია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელშიც ყავის შესახებ წერილობითი გადმოცემები თარიღდება 1582 წლით.
ცნობილმა გერმანელმა დიპლომატმა და მეცნიერმა, აღმოსავლეთმცოდნე ადამ ოლეარიუსმა, გერმანიის საელჩოს მდივანმა, 1633-1636 წლებში სპარსეთში იმოგზაურა, ხოლო დაბრუნების შემდეგ - 1637 წელს, გამოაქვეყნა ანგარიში მოგზაურობის შესახებ, რომელშიც აღნიშნავდა, რომ აღმოსავლეთში სვამენ ერთგვარ “შავ წყალს”, რომელსაც უწოდებდნენ - "cahwa"-ს.
ნაყენს ამზადებედნენ ეგვიპტიდან ჩამოტანილი ხილისგან, რომელიც ფერით წააგავადა ჩევულებრივ ხორბალს. რა თქმა უნდა, მაშინ არანაირ გერმანულ ყავაზე არ იყო საუბარი, თუმცა გერმანიაში ყავის კულტს დასაწყისი უკვე ჩაეყარა!
გერმანიაში ყავის მოხმარება დაიწყეს დაახლოებით 1670 წელს. 1675 წლიდან კი მისი უდიდებულესობა ბრანდენბურგის კურფიურსტის მიერ გაცემული იქნა ნებართვა მისი საყოველთაო გავრცელების შესახებ.
პირველი ყავახანა ჰამბურგში გაიხსნა 1679-80 წლებში ინგლისელი მეწარმის მიერ. მალე ჰამბურგის მაგალითს მიბაძეს სხვა ქალაქებმა: რენენსბურგმა, ნიუნბერგმა, ლაიფციგმა, შტურგარდმა, ბერლინმა და აუგსბურგმა.
1721 წელს მეფე ფრედერიკ უილიამ I-მა, ბერლინში იჯარის ფართის დაფარვისთვის გრანტი აჩუქა რამოდენიმე უცხოურ ყავის სახლს, რათა ამ მეთოდით დახმარებოდა გერმანიაში ყავის პოპულარიზაციას.
დიდი ხსნის განმავლობაში, გერმანიის ჩრდილოეთში ყავის მომწოდებელი იყო საფრანგეთი, ხოლო სამხრეთ რეგიონებში - იტალია. იმ დროისთვის ძველ ბერლინში საკმაოდ ბევრი ყავის სახლი იყო, სადაც მსურველებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ გერმანული ყავა.
ცოტა ხნის შემდეგ, ფრდერიკ დიდის დროს, ბერლინის ცენტრში ყავახანების რაოდენობა შეიზღუდა, თუმცა გარეუბნებში მომრავლდა ტენტით დახურული ყავის დახლები წარწერით „The New and Curious Coffee House“.
პირველი პერიოდული გამოცემა ყავის შესახებ გამოშვებული იქნა ლაიფციგში - 1707 წელს, თეოფილო გეორგის მიერ, რომელიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო ყავახანებში და მომხმარებლებს პატრიოტული მოტივებით გერმანული და არა იატლიური ან ფრანგული ყავის დაგემოვნებისკენ მოუწოდებდა.
ფრედერიკ დიდი აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ გერმანიიდან დიდი თანხები გაედინებოდა ყავის მარცვლების შესასყიდად და დააწესა შეზღუდვები თითქოსდა ყავის ხარისხის გამო, მაგრამ ამან ყავის გვრცელება ვერ შეაჩერა და მალე თითქმის ყველა გერმანული დაწესებულება აღჭურვილი იყო საკუთარი ყავის მოსახალი მოწყობილობებით, ყავის ნაკრებებითა და ყავის მადუღარებით.
იმ დროინდელი ბრწყინვალე ფაიფურსიგან დამზადებული ყავის ფინჯნებისა და თეფშების ნაკრებები, რომელბიც შექმნილი იყო შესანიშნავი ოსტატების მიერ მეისენში, დღესაც ინახება ბერლინისა და პოტსდამის მუზეუმებში.
ყავის წინააღმდეგ გაილაშქრეს ექიმებმაც, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ყავის საწინააღმდეგო კამპანიებში არგუმენტით, რომ თითქოსდა ყავა იწვევდა ნაადრევ მშობიარობას.
ყავის დასაცავად გამოვიდა დიდი კომპოზიტორი ბახი და მისი ოჯახი. მათ უარყვეს ყავაზე ამგვარი წარმოდგენა და ცილისმწამებლების მიმართ პროტესტის ნიშნად მაესტრომ შექმნა ცნობილი „ყავის კანტანტა“.
1777 წლის 13 სექტემბერს ლუდოვიკ დიდმა გამოსცა ძალიან საინტერესო მანიფესტი გერმანული ლუდისა და ყავის შესახებ, რომელშიც იგი წერდა, რომ გერმანელებმა უნდა გააკეთონს არჩევნი ლუდზე, რომ ყავა უცხო ქვეყნის სასმელია, რომელიც ამცირებს ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობას მტერთან შებრძოლების დროს.
როგორც ჩანს მანიფესტმა იმოქმედა, რადგან გერმანულმა ლუდმა დაიბრუნა კვლავ დაიბრუნა უწინდელი პოზიციები, ხოლო გერმანული ყავა მაღალი ფასის გამო მხოლოდ შეძლებული და ცნობილი გერმანელების საყვარელ სასმელად განაგრძობდა არსებობას.
თუმცა, ბურგერები უკვე იმდენად იყვნენ მიჩვეული გამამხნევებელ სასმელს, რომ ოფიციალური აკრძალვისა და პრუსიის არმიაში არსებული მკაცრი წესების მიუხედავად განაგრძობდნენ ყავის მოხმარებას. ჯარისკაცებს მხარი აუბეს ოფიცრებმაც.
მაშინ ფრედერიკ დიდმა გამოსცა მონოპოლიური კანონი, რომლის თანახმადაც ყავის მოხალვა იკრძალებოდა ყველგან, გარდა სახელმწიფო ყავის საწარმოებისა, რის შემდეგაც დაიწყო გაუთავებელი ინტრიგები, ყავის მარცვლების კონტრაბანდა, გამოძიება, ყავის სახელბის ლიცენზიების ყიდვ-გაყიდვა და ა.შ.
ყავის კონტრაბანდა გერმანიაში კიდევ ერთხელ „აყვავდა“ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ჰოლანდიისა და ბელგიის საზღვარზე, რადგან ამ დროს ძალიან მაღალი იყო. 1953 წლიდან გერმანიაში გადასახადებმა დაიწია და ყავის ინდუსტრიამ აღმასვლა დაიწყო.
1970 წლიდან მოხდა ყავის საწარმოების მასიური გადაიარაღება, ხოლო უკვე ძველ დანადგარებს პირდაპირ ქუჩაში ყრიდნენ. იგი არავის სჭირდებოდა გარდა მახვილგონიერი იენს ბურგისა, რომელმაც შეაგროვა ეს დანადგარები და შექმნა უნიკალური კოლექცია. დროთა განმავლობაში იგი უნიკალურ, ანტიკვარულ და რეტრო ანტურაჟის მქონე დანადგარებს ყიდდა ყავის სახლების მეპატრონეებზე, რითაც საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვა.
ის ექსპონატები, რაც გაყიდვას გადაურჩა, ამჟამად თავმოყრილია გერმანიაში არსებულ ერთადერთ ყავის მუზეუმში.
გერმანიაში ყავის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. სტატისტიკის მიხედვით ყავის მოხმარება აჭარბებს ლუდის მოხმარებას (150/120 ლიტრი - საშუალოსტატიკურ მომხმარებელზე წლის განმავლობაში)
გერმანელების გემოვნება არომატულ სასმელთან მიმართებაში მუდმივად იცვლება, მაგალითად, თუ ადრე ახლად მოდუღებულ ყავას ერთი-ორ წვეთ ყავას უმატებდნენ, ეხლა ხშირად ყავაში რძე უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე თავად ყავა.
გერმანელები ყავას მომზადების მრავალფეროვანი ფორმულა გააჩნიათ, მაგალითად ეს არის ბიოლოგიურად სუფთა ესპრესო ან „ლატე-მაკიატო“, რომელიც დამზადებულია მსოფლიოს წამყვანი ყავის მწარმოებელი ქვეყნებიდან შესყიდული უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლებისგან და რომელსაც ქაღალდის სპეციალური ჭიქებით მიირთმევენ.
გერმანული ყავის ცნობილი ბრენდებია: Speicherstadt coffee, Andraschko, Dallmayr Prodomo, Tchibo German Roast Coffee, Impassion, Impresto, Melitta და სხვა...


