კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 06:07

ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ყავა სალვადორში, არ არსებობს, მაგრამ მიიჩნევა, რომ ყავის ნარგავები კარიბის ზღვისპირეთიდან ესპანელებმა მე-18 საუკუნის დასაწყისში ჩაიტანეს. 

არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებება, რომ ასი წლის შემდეგ ჰონდურასელი ფერმერები მოკრძალებული მოცულობებით, მაგრამ უკვე ახდენდნენ ყავის კულტივირებას, გადამუშავებას და მოხალვას შიდა მოხმარებისთვის. 

პირველი, ოფიციალურად დარეგისტრირებული ყავის პლანტაციები სალვადორში მე-XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ყავის ექსპორტმა ქვეყნის ეკონომიკაში დამაჯერებლად დაიკავა მეორე ადგილი ბანანის შემდეგ, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში ამ ორი პროდუქტის წვლილი სახელმწიფოში ბიუჯეტში თანაბარი გახდა.

სალვადორის ტერიტორიაზე კარგი პირობებია ყავის კულტურის გაშენებისთვის, რითაც უკვე ხუთას წელზე მეტია დაკავებული არიან ქვეყნის ფერმერული მეურნეობები.

შესანიშნავი ადგილწარმოშობა (ტერუარი), ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგი, ზომიერი ტროპიკული კლიმატი, წყნარი ოკეანის სანაპირო და მთიანი ლანდშაფტი იდეალურ პირობებს ქმნის საუკეთესო ყავის მოსაყვანად. 

სალვადორში, ყავის პლანტაციების უმეტესი ნაწილი ჩრდილშია გაშენებული ზღვის დონიდან 1100-1650 მეტრ სიმაღლეზე, რაც იცავს მცენარეებს მზის მცხუნვარე სხივების ზემოქმედებისგან.

საწყის ეტაპებზე ქვეყანას არ ჰყოფნიდა ფინანსები და ინვესტიციები, რათა მოეხდინა წარმოების პროცესისა და ექსპორტის სრულყოფა, მაგრამ რთული პერიოდი უკან დარჩა და დღესდღეობით პლანეტის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება შეხვდეთ სალვადორულ ყავას, რომელიც დამზადებულია ყველაზე მაღალი მსოფლიო სტანდარტებით.

სალვადორში მოყვანილი ყავა ერთ-ერთი საუკეთესოა ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის. იგი წარმოადგენს პირველი კლასის არაბიკას, რომელსაც ამუშავებენ ძვირადღირებული სველი მეთოდით, რაც ყავა უნარჩუნებს გემოსა და არომატის სიღრმეს. ყავის მარცვლების მხოლოდ 6% მუშავდება ე.წ. მშრალი ტექნოლოგიით, რომელიც უკვე მოძველებულად მიიჩნევა.

1990-იანი წლები რთული პერიოდი იყო ქვეყნის ყავის ინდუსტრიისთვის. ერთი მხრივ, გაიზარდა წარმოების მოცულობა, მეორეს მხრივ, 1998 წელს ქარიშხალმა გაანადგურა ყავის მოსავლის 80%. აყვავდა კონტრაბანდა, იატაკქვეშა ვაჭრობამ მკვეთრად გაზარდა ყავის ფასი.

2000-იან წლებში მთავრობამ ყავის ექსპორტზე ახალი გადასახადი დააწესა. მიღებული თანხები მიმართული იქნა ინდუსტრიის განვითარებისკენ. ხოლო ფერმერებისთვის, რომლებიც მისდევდნენ ყავის პლანტაციების კულტივირება, დაწესდა საგადასახადო შეღავათები, რამაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ ყავის მოსავლის გაზდას, არამედ მისი ხარისხის გაუმჯობესებას.

დღეს ყავის არომატული მარცვლები ძირითადად მცირე მეურნეობებში მოჰყავთ და ყავის ინდუსტრია ქმნის მილიონამდე სამუშაო ადგილს (ორი მილიონს - სეზონური მუშახელით და მოსავლის შემგროვებლებით).

სალვადორში მოჰყავთ ყავის ჯიშები: არაბიკა (ბურბონი, კატურა, ტიპიკა, კატუაი, პაკასი). მოსავლის აღება ხდება ნოემბრიდან აპრილამდე.  აგროვებენ მხოლოდ წითელ, დამწიფებულ ნაყოფს, რომელმაც მიაღწია მაქსიმალურ გემოსა და არომატს.

ქვეყნის ყავის მრეწველობის სავიზიტო ბარათია Salvador Pacamara arabica, რომელიც ყველაზე ნათლად ახასიათებს სალვადორულ ყავას. მისგან გამოდის დახვეწილი და ამავდროულად მკვეთრად გამოხატული გემო,  მანდარინისა და ნარინჯის სასიამოვნო მჟავე ნოტებით.

სალვადორული ყავისთვის დამახასიათებელია მსუბუქი, ბალანსირებული მჟავიანობა. მკაფიოდ გამოხატული ეგზოტიკური გემო (ვანილის, ტყის კაკლის, შოკოლადის, გარგარისა და ტროპიკული ხილის ნოტებით) და ამავდროულად, მზა სალვადორული ყავის  სქელი და ხავერდოვანი კონსისტენცია სიამოვნებას ანიჭებს ყავის მოყვარულებს.

სალვადორული ყავის ცნობილი ბრენდებია:   Peaberry, Santa Ana, San Miguel, Pacamara, El Manzano, Santa Maria, Montana და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen