სუმატრა მალაის არქიპელაგის ერთ-ერთი უდიდესი კუნძულია, რომელიც განთავსებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკვატორულ რეგიონში და წარმოადგენს მთელს მსოფლიოში განთქმული სუმატრული ელიტარული ყავის ჯიშების ისტორიულ სამშობლოს.
სუმატრაში ყავის წარმოება პირველად მე-XVII საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო, ისევე როგორც ინდონეზიაში. ხოლო ქვეყანაში იმ დროისთვის ჯერ კიდევ იშვიათი ყავის ხეები ჰოლანდიელებმა ინდოეთიდან შეიტანეს.
ისევე, როგორც დანარჩენ რეგიონებში, თავდაპირველად ყავის ხეების გახარება სუმატრაში წარუმატებლად დასრულდა, რადგან ყავის ნარგავების გარემოთან ადაპტაციის საკმაოდ ხანგრძლივ და რთული პროცესს თან ახლდა პრობლემები.
მხოლოდ საუკუნის შემდეგ, 1712 წელს მოხდა ამსტერდამში სუმატრული ყავის მარცვლების ექსპორტი და ამ მომენტიდან სუმატრა გახდა მაღალხარისხიანი ყავის მარცვლების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექპორტიორი.
სამწუხაროდ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს სუმატრას თითქმის მთელი ყავის პლანტაციები სოკომ და „ყავის ჟანგმა“ გაანადგურა. შედეგად, სუმატრა და ინდონეზია რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ წარმოადგენდა საერთაშორისო ბაზარზე ყავის ერთ-ერთ მთავარ მომწოდებელს.
ყავის მსოფლიო ბაზარზე დაკარგული პოზიციების აღდგენას თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა. არაბიკის ახალ ნარგავებთან ერთად, სუმატრაში აფრიკიდან შეიტანეს გარემო პირობებისადმი უფრო მდგრადი რობუსტა, რომელიც ეხლა შეადგენს საერთო მოსავლის 90%-ს.
იმ პერიოდში, ჰოლანდიელი საქმოსნები სუმატრულ ყავას ძალიან დიდ ფასად ჰყიდდნენ, თუმცა მსოფლიო ბაზარზე პოზიციების დაბრუნების შემდეგ ფასი დარეგულირდა და ყავა ხელმისწვდომი გახდა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის.
დღესდღეობით, სუმატრაში არაბიკის მოსავალს ხელით კრეფენ, რაც ყველაზე გავრცელებულ და ტრადიციულ მეთოდს წარმოადგენს.
მეთოდი საშუალებას იძლევა ხელით იქნას გადარჩეული ყველაზე მწიფე ყავის მარცვლები, რაც უმნიშვნელოვანესია ყავის დამწიფების ძალიან გრძელი სეზონის გამო, რათა შერჩეული იქნას მაქსიმალურად დამწიფებული უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლები.
არ შეიძლება არ გამოვყოთ სუმატრელების და ზოგადად, ინდონეზიელების სიამაყე, უმაღლესი ხარისხის უნიკალური ორგანული ყავა - Sumatra Mandeling, რომლის სახელწოდებაც ადგილობრივი აბორიგენული ტომის სახელიდან მოდის.
მანდელინგი ხარობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრზე, ხოლო მისი უნიკალურობა გამოიხატება - მოხალვის, შენახვისა და გადამუშავების სპეციალურ ტექნოლოგიაში. შედეგად, ყავის ყველაზე ძვირფასი თვისებები, გემო და არომატი ნარჩუნდება.
გარდა ამისა, ჯიშის გადარჩევის დროს, აქცენტი კეთდება გემოში არსებულ დეფექტებზე და არა მწვანე ყავის მარცვლების გარეგნულ იერ-სახეზე. ამიტომ, სუმატრა მანდელინგისთვის დამახასიათებელია, რომ ყავის მარცვლები გარეგნულად იყოს ცუდი, მაგრამ ყავამ მიიღოს უმაღლესი ხარისხი.
სუმატრა მანდელინგის ყავის გემო არის მდიდრული, ოდნავ მწკლარტე, მცირედ გამოხატული მჟავიანობით და სიმწარით. აგრეთვე, ეგზოტიკური ხილის და პიკანტური კაკლის ნოტებით. მისი არომატი დელიკატურია, შებოლილი, ღვინის და სანელებლების ელფერით. მანდელინგის ყავას აქვს გამყოლი პიკანტური გემო ტკბილი წიწაკის ნიუანსებით.
სუმატრა მანდელინგის ამგვარი არომატული და გემოვნური კუპაჟი მიიღწევა სპეციალური დამუშავებით, ყავის მარცვლების 3-5 წლიანი დაძველებით და მათი შემდგომი ოსტატურად მოხალვის მეთოდებით.
ლეგენდარული ყავა Sumatra Mandeling კვლავ მოიპოვებს პრესტიჟულ ჯილდოებსა და პრიზებს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებზე, ხოლო მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება!
კიდევ ერთი ცნობილი უმაღლესი ხარისხის ყავაა - Sumatra Lintong, რომელიც სუმატრას ჩრდილოეთ ნაწილში მოჰყავთ და ჯერ კიდევ ოსტ-ინდური კომპანიიდან მოყოლებული, მიიჩნევა იშვიათ ჯიშად, რომელსაც ტრადიციული, ნახევრად მშრალი მეთოდით ამუშავებენ.
შედეგად, ყავას აქვს დასრულებული, კარგად ბალანსირებული გემო, კვამლის მსუბუქი არომატი და ნულოვანი მჟავიანობა.
სუმატრული ყავის ცნობილი ბრენდებია: Volcanica Mandheling, Coopers Cask Dark Roast, Coffee Bean Direct, Amazon Fresh Organic Fair Trade, Fresh Roasted Coffee LLC და სხვა...


