კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 02:07

 

ჰაიტიში პირველად ყავა კუნძულ მარტინიკიდან შეიტანეს. ყავის მრეწველობის აღორძინება კი დაიწყო 1788 წლიდან, როცა მასიურად გააშენეს ყავის პლანტაციები.

პირველი წარმატება და ცნობადობა ყავის ბაზარზე ჰაიტის დიდწილად მოუტანა მონების შრომის ექსპლუატაციამ. უფასო სამუშაო ძალა იძლეოდა ყავის დაბალ ფასად გაყიდვის საშუალებას, რამაც საუკეთესო ხარისხთან ერთად განაპირობა ჰაიტური ყავის პოპულარობა.

1804 წელს, ჯოჯოხეთური შრომის პირობების გამო ჰაიტში მოხდა მონების აჯანყება და ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მონათა ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ, ჰაიტიმ თანდათანობით დაიწყო პოზიციების დათმობა, თუმცა 1850 წელს ჰაიტიში ყავის წარმოებამ პიკს მიაღწია. 

შემდეგ წლებში წარმოების ტემპებმა ნელ-ნელა დაიწყო დაცემა, მაგრამ 1940 წლიდან ჰაიტის ყავის წარმოება კვლავ გაიზარდა და 1949 წელს სახელმწიფო გახდა ყავის მესამე უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში.

ყავა ჰაიტისთვის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ყავაზე ორიენტირება აიხსნება იმით, რომ ეს კულტურა, ტრადიციულად საკმაოდ რენტაბელურია კარიბის აუზის ქვეყნებისთვის.

ქვეყანაში ყავის პლანტაციები 30 000 ჰექტარზეა გაშენებული, საიდანაც წელიწადში აწარმოებენ დაახლეობით 40 000 ტონა ყავას, რაც თანამედროვე ყავის მწარმოებელ ქვეყნებთან შედარებით არც ისე ბევრია, თუმცა მიუხედავად ამისა, ჰაიტური ყავა ცნობილი და მოთხოვნადია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ჰაიტიში ყავის მოსავლის ძირითადი ნაწილის აღება ხდება მცირე გლეხური ნაკვეთებიდან, სადაც ყავის ხეებს უვლიან ყველაზე პრიმიტიული მეთოდებით მიუხედავად ადგილობრივი მთავრობის მცდელობებისა, რომ დაეხმაროს მცირე ფერმერებს ტექნოლოგიების დახვეწაში და ჰაიტური ყავის ხარისხის გაუმჯობესებაში.

„strictly high-grown washed“ და „high-grown washed“ - ეს არის ჰაიტური, სველი დამუშავების მეთოდით მიღებული ყავა, რომელიც მოყვანილია ნაყოფიერ მთიან ან მთის მიმდებარე მიწებზე. ორივე ქვესახეობა იწარმოება ყოველგვარი ქიმიური სასუქებისა და სხვა პრეპარატების გამოყენების გარეშე. 

თუმცა ეს უფრო სიღარიბის და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უფრო ხდება, ვიდრე ჰაიტელი ფერმერების კეთილი ნებით, რომელთაც არა აქვთ თანხა ძვირადღირებული ქიმიური პრეპარატების შესაძენად. 

საუკეთესო ხარისხის ყავა მოჰყავთ ჰაიტის ჩრდილოეთ რაიონებში: Port-au-Prince, Gonaives, Petit Goave და Jeremy. ამ ყავის შეძენა საერთაშორისო ბაზარზე ძალიან ძნელია, რადგან იაპონელები წინასწარ შეისყიდიან ხოლმე საუკეთესო ჰაიტურ ყავას და მას ურევენ ელიტურ იამაიკურ ცნობილი ყავის ჯიშს - Blue Mountain.

როგორც წესი, ჰაიტური ყავის მარცვალი პატარაა, ოვალური, მყარი, გვერდებზე მომრგვალებული. ყავის სპეციალისტებს ყოველთვის შეუძლიათ გამოიცნონ, რომ მარცვალი ჰაიტურია. თავად ყავა კი არის სქელი, სრული, რბილი გემოთი, მცირე, სასიამოვნო მჟავიანობით.

არსებობს ჰაიტური ყავის მრავალი სახეობა და განსხვავებული კლასიფიკაცია, მათ შორის ყველაზე საუკეთესოა ჰაიტური ყავა და მისი ნაზავები  Haiti Coffee Gonaive, Haiti Coffee Barahona, Haiti Coffee Guatemala

ჰაიტური ყავის ცნობილი ბრენდებია: Respè, Syèl, Sanctuary, Cold Brew, Dondon და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen