კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:26

 

როცა წვიმა აპრილისა ტყეებს აზანზარებს,

გაფოთლილი ცისარტყელა ყვითლად დაიკოკროს,

მაგონდება:

თავს ვუშვერდით პირქაფიან ღარებს

და გვჯეროდა სქელ ქოჩრებზე დაგვდიოდა ოქრო!


ირმის ძუძუ შხაპუნებდა, მინდვრებს ესეოდა,

ცისარტყელა ბრიალებდა, ვით ხოხობის ყელი;

ჩვენ კი ოქროს ხუჭუჭები სიზმრად გვეზრდებოდა,

მაგრამ სიზმრებს თან გადაჰყვა ყრმობა საყვარელი.


ეხლა აღარ ერეკება იაგუნდებს წვიმა,

აღარც ყვითლად იღებება გასაფხულზე თმები;

ჩვენი სოფლის ორღობიდან, სადაც თოვს და ცივა,

აქეთიქით გავიხვეტეთ ღამის მეხრეები!


- სად ხართ, ჩემო ცანგალებო, ცეროდენა ძმებო!?

წვიმამ პირი მოიქაფა, დუღს ღარები სავსე,

გამოვცვივდეთ თავშიშველა, ისევ მივეგებოთ!


მოგუგუნე ქარიშხალებს ვუშვერთ ეხლა თავსა,

თმაა ცეცხლით და ნაცარით გარუჯული ხავსი;

ის წვეთები ოქროული იყო სისხლის წებო!


დღეს ახალი ცისარტყელა ცაზე დაიჭიმა,

მკლავი მაგარ, მაგარ, მაგარ, ჩაქუჩი და ურო!

დააცეცხლე!

რომ სიცოცხლე ყველგან გავახუროთ;

ჩვენი ოფლის ოშხივარით მოგვყავს ოქროს წვიმა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen