კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:27

 

მიდის შემოდგომა, მცივა

და ეს უსიამო წვიმა

ჩუმად მიგუბდება სულში,

რომ არ დავემგვანო ცხედარს,

მტკივან თვალებიდან შუშის

წვრილი ნამსხვრევები მწვეთავს.


მიდის შემოდგომა, მცივა

მოდის უსიამო წვიმა

და ჩემს არსებაში ისვრის

სიზმრად გაელვებულ წინწკლებს,

წამით გაყინული სისხლი

მდორე მიმოქცევას იწყებს.


მიდის შემოდგომა, მცივა,

მოდის უსიამო წვიმა.

მიწის სიახლოვის განცდა

ისე მეუფლება, თითქოს

ჩემი წუთისოფლის ნაცვლად

სხვაგან მოველოდე სითბოს.


მიდის შემოდგომა, მცივა,

მოდის უსიამო წვიმა.

- ნუ ხარ სიმძიმილით სავსე!

ყურში ჩამჩურჩულებს ვიღაც

უღვთოდ მილურსმული ჯვარზე

ოცი საუკუნის მიღმა.


რაღაც იდუმალი ხილვით

მიწის წიაღიდან მესმის

თბილი, აზრიანი, ფრთხილი

სუნთქვა მოფუსფუსე ფესვის.

მიდის შემოდგომა, მცივა,

მოდის უსიამო წვიმა.

 

პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen