კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 07:16

 

"ორი მტერი ვერ დავამარცხე:

სიკვდილი და ქართველი ერი".

შაჰ აბასი

 

ჩემი კახეთი! ალავერდის ფრთების სილაღე...

კავკასიონის მთაგრეხილის ლურჯი იერი...

ჩემი კახეთი! ხორნაბუჯის ციხესიმაგრე,

აღმოსავლეთის ხერხემალი დიდმშვენიერი.


ჩემი კახეთი! უძლეველი მეფე-მგოსნები,

სეფე-დარბაზთა ჯომარდები, გმირები ომთა!

ბრძოლის ქარცეცხლში ნასისხლარი შავფაროსნები,

კახი ლომები, მეომარნი ირანის ლომთან!..


ივრის ჭალები, - უსასრულო, უღვთოდ ლამაზი,

კახის ლექსები, - მამაპაპურ ქვევრში მაჭარი...

ჩოლოყაშვილი, ჭავჭავაძე, კოტე აფხაზი, -

საქართველოზე შემორტყმული ქამარ-ხანჯალი!..


და ნაოხარი, ნამეხარი ველი ალაზნის...

ვაზთა სამეფოს ოქროს ზვრები - უფლის ზედაშე!..

თვალისმომჭრელი სანახები ძველი გავაზის,

ლომთა ნაფეხურს მივუყვებით, ჩემო, მე და შენ!..


ჰოი, მტევნები! ნაცრემლარი, სველი მტევნები,

კახის გულმკერდზე გამოზრდილნი, მეოხნი ჟამთა!..

ნეკრესის ცაზე აფრენილი თეთრი მტრედები

და ძველი გველის შემმუსვრელნი, მეტოქნი ქართა!..


ჰოი, ტაძრები! ლილისფერი ქვებით ნათალი,

კარდანახული წარაფების სურნელი ზესთა!..

შუამთის შინდი - გურიელის ნათინათარი

და ფიროსმანი, დაწინდული კახეთის მზესთან!..


ჩემი კახეთი! ცივგომბორის ლურჯი იერი...

სიღნაღის, გრემის და იყალთოს მთების სილაღე...

აღმოსავლეთის ხერხემალი დიდმშვენიერი,

ჩემი კახეთი! საქართველოს ციხესიმაგრე!..


ლექსები კახეთზე  • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen