|
ჰბჟუტავს ულურსი ვარსკვლავი, ზეცა მოუჭრელებია, ცას რაცა აქვს, სულ ზედა აქვს, თავი მოუქალებია. რატომ სინათლეც არა აქვს, რაღას დაუბნელებია? გზასა ჰსძინავს, ხალხი შვრინავს, ბუ კივის და ჭოტი ჭყივის, ჩიტი ჰთვლემავს, მელი ჰზვერავს, მდინარეზე წყალი შხივის. მთას და ბარზე სიბნელესა, შავი ლანდი უფარია, ტლუსა ბიჭსა, საყვარელსა დანიშნულთან ეჩქარიან. ბაღში ვაზი მომწიფული, ქალი თავს არ ათხოვებსა, ფოთლების ქვეშ მტევნებს ჰმალავს, როგორც გოგო ძუძუებსა. სოფლის ახლო ქურდ-ბაცაცა ჰღნავის, ჰწკნავის ტურის გროვა, ვენახების სტუმრობა ჰსურთ, თუ მეზვრემ არ დაითხოვა. |


