კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 07:32

 

დაცვარული აშრიალდა ისლი,

გადაწითლდა ფერდობები თრიმლის,

ქოლგასავით გაიშალა ნისლი,

დაეფარა გაღვიძებულ თბილისს.


ღრმაღელეში ათქვირული მოლი,

ქოლგის ჩრდილში დაემალა წვიმას,

მუხიანში აფრენილი გნოლი -

გულისსწორთან გაეშურა წილკანს.


გადმომდგარმა შავნაბადას მთაზე,

ფურირემმა მოიღერა ყელი,

ცელქმა სიომ დაუვარცხნელ თმაზე

ქორფა ჯეჯილს გადაუსვა ხელი.


დიდუბეში აღუღუნდა მტრედი,

ააფრინა შებუმბლული ხუნდი.

ქლიავისფრად შეიღება ქედი,

ცად აიჭრა ტოროლების გუნდი.


რუსთაველმა გადაიხსნა მკერდი

მიუშვირა მთაწმინდის გრილ სიოს,

ანჩისხატმა მოიხარა ქედი,

მოწიწებით მიესალმა სიონს.


აფერადდა ქაშუეთის თაღი,

სამებაზე აწკრიალდა ზარი,

დედაღვთისამ გადმოხედა მაღლით -

დედაქალაქს გადაწერა ჯვარი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen