|
გუშინ არ იყო?.. პროსპექტზე ყველა მხვდებოდა, იყვნენ მხოლოდ ბავშვები, უცებ დაზრდილან... რა შეუმჩნევლად შემოპარვიათ წვერ-ულვაშები!
აქ ჩაირბენდნენ მოკლე კაბებით. გამომყევ ახლოს, თორემ მათ შორის გზა ამერევა, დავიკარგები.
და მავიწყდება ჩემი ჭაღარა... რუსთველზე ისევ იგი ქარია, შენი თმები რომ შემომაყარა.
ისევ ის ჩემი ყრმობა ჩერდება... ჩვენც მოგვეწევა სიბერე მშვიდი, ეს გამზირი კი არ დაბერდება.
შეიფოთლება ისევ ჭადრები. გავა წლები და მე სიბერეში სიბერეს აღარ გავუჯავრდები.
შემოგვხვდებიან ყრმობის ლანდებიც, ჩვენი თმის თოვლში გავახვევთ ივლისს და თმაში თოვლი შემოგვადნება. |


