კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:10

 

მზემ უცნაური დაღვარა სისხლი, 

აყვავდენ ცანი უნაპირონი; 

ჰაერში დადგა ფირუზის ნისლი, 

აენთო ლალი და საფირონი.


ღრუბელს მოედო შუქი უცები 

და საოცარი გაჩნდენ ბაღები: 

ფოთლები, თოვლი და აუზები, 

იასამანი და ზამბახები.


უცებ იცვალა ზეცამ ნიღაბი, 

ცეცხლის ვეშაპმა რქები იყარა, 

და ღრუბლებიდან ყვითელი ქაფი 

ქვაფენილებზე გადმოიღვარა.


გამოეკიდა ზეციდან ქარი

ზღაპრულ ფრინველებს, ცხენებს და ძაღლებს 

და გაგიჟებულ ფერების ჯარი

მოედო ცეცხლად ტფილისის სახლებს.


მტკვარზე დაეცა ნაშუქი მინის, 

ჩაიმსხვრა წყალში სანთელი შვიდი, 

და ცისარტყელად თუჯის და რკინის 

ავარდა ცაში მუხრანის ხიდი.


განწირულ სხივთა მწუხარე ალმა 

დაჰყარა მთაზე ოქრო ხალასი, 

და გადამტყდარმა იელვა ხმალმა 

ზღუდე-შენგრეულ ნარიყალაზე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen