კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 04:49

 

კვირაა, ჩქამი წუხანდელ წვიმის

კამერტონივით ჰკიდია ტოტებს...

და ალიონი ლილისფერ გრიმით

ურიგებს ქუჩებს იისფერ ბლონდებს...


ფაჩუნი ბინდის, განკრთომა - ჩრდილის,

მძინარე სახლებს სიგრილეს მოსდებს

და მოლოდინი ბანგივით მივლის,

სანთელი უხმოდ ჩაქრება ოდეს.


ივსება ზეცა ღია ალუბლით,

მიაქვთ ღრუბლები მეწამულ ქარებს,

და მთელი ღამე - ლანდთან საუბრით

დაღლილი უხმოდ გავაღებ კარებს.


აწყდება მიწის სურნელი სარკმელს

და შორეული ყივილი მამლის,

ფერდობებს მჭვირვალ საკმეველს აკმევს,

აყვავებული ხეხილის კვამლი...


გადაუარეს თეთრმა მტრედებმა

სახურავებს და წითელ კრამიტებს,

და თუკი რამე მეიმედება,

ვუმადლი მხოლოდ მყუდრო ამინდებს...


ეს ერთი თვეა უხმოდ ვაწყდები

კედლებს, სურათებს, მინებს და ფარდებს...

- დრო გადის, მაგრამ არ მავიწყდება

რა მწუხარებით ვკოცნიდი ვარდებს.


- რამდენი რამე. რამდენი რამე. 

რამდენი რამე დამრჩა სათქმელი!..

შავი პეპლებით ივსება ღამე

ფიქრით, ლოდინით და ჟრუანტელით.


- რას შევალიე, რას შევალიე.

ცხოვრება ჩემი თლილი ჭიქებით?! 

- შევხარხარებდი ცის დასალიერს, 

როცა გარშემო ხტოდნენ ჭინკები!..


მზე ჩადიოდა და ერთნაირად

იღიმებოდნენ ნიღბები თეთრი, 

აბრიალებდა ცეცხლის ბაირაღს

ცა დასავლეთით, მძაფრი და მკვეთრი.


ახლა კი ლანდი მოხუცი მგოსნის

თანდათანობით მიიწევს ცისკენ... 

- მოვიყრი მუხლებს, სველი ბალახს ვკოცნი

და უდარებელ სიმღერას ვისმენ...


ირევა ახლა ჩემში ყოველი

და ძველი ხმები აწყდება სმენას,

და როგორც მცხეთას სვეტიცხოველი

სულს ტვიფარივით შემორჩა რწმენა!..


ან სამუდამოდ სიმშვიდე ელით

უმშვენიერეს და ნაზ პროფილებს...

გადასისხლული ფარდების ფერი 

ბოლომდე მაინც ვერ ვიმყოფინე!..


განათებული როგორც ხარება,

აპრილი თეთრი - ვერ ვიმყოფინე

- კვირაა, ვაკის ბანოვანებმა

ნოხები წითლად კვლავ გადმოფინეს.


დამძიმებული ზამთრის ჭორით და 

გახუნებული ზაფრანის ალად,

- მატარებლის ხმა ისმის შორიდან, 

მატარებლები მოაწყდნენ ქალაქს!..


ღიმილი მაინც, იქნება ღალა

ჩვეულებრივი დღეის და ხვალის, 

- ო, მერამდენედ მთავაზობს ღალატს 

ტუჩთან მღიმარე, ცბიერი ხალი!


ეს გაზაფხულიც თავიდან მანჯღრევს

და სული ისევ სიმაღლეს ითხოვს, 

ვცილდები უხმოდ გაღებულ ფანჯრებს

და ვუბრუნდები ღამეული სტრიქონს.


გარეთ კი ისევ აღმოსავლური

ფერით ღუიან მზეზე ნოხები...

და შორს ბავშვობის დღესასწაული 

მოჩანს კივილით და ამბოხებით!..


ერთად აყვავდა ყველა ფსალშუნი,

რაც მწუხარებით მქონდა აცრილი...

ატმის ალმურით, მზის სალამურით

უახლოვდება თბილისს აპრილი!


იმ დღეებს ისევ უხმოდ ვიგონებ, 

როს დადიოდა დვრინით ცედური, 

- აჰა, შენ ჩემი კოჭლი სტრიქონი,

ჩუმი მადლობა და საყვედური!


რადგანაც ჩვენი მოდგმა და ჯიში 

სიცოცხლეს მაინც ზვარაკად ითხოვს.

ეს გაუმარჯოს ძვალში და რბილში

გამჯდარი სიყვარულს, დატნეულ სითბოს!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen