|
მე შენს ტალღებზე გავშლი იალქანს, მე ზღვას ბავშვივით ჩავეხუტები, მე გამოვყვები შენსკენ ნიავქარს და ჩვენ გვექნება თრობის წუთები.
გულში ჩამიკრავს თბილი ხელებით, მეც უნებურად შენთან გაყრილი, დავბრუნდები და მოგეფერები.
თუკი ცხოვრება ესაა მხოლოდ, შენთან სიკვდილმაც ვეღარ გამყაროს, ჩემი სიცოცხლის თავო და ბოლო... |


