კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 07:31

 

ძველად ამ ნაწილს ქალაქისას ერქვა ისანი.

ჯალალ-ედინი აქა სთხოვდა რუსუდანს ხელსა,

აქ უგზავნიდა თვალმარგალიტს აურაცხელსა,

აქ გურჯისტანზე რამლს ისროდა სპარსი მისანი.


მეტეხს, შუშანიკს, დღესაც ამკობს "შუქნი მზისანი", -

მაგრამ ქვეშ მტკვარი თუ გაჰყინავს ტალღას ფიცხელსა:

მყის მეტეხიდან სისხლს აწვდიან ნორჩსა და ცხელსა

და სოღანლუხში მიდის მტკვარი ოქროისანი.


"ბევრჯერ აიკლეს ეს მიდამო! და სპარსთა ჯართა

ალეწინებდნენ ზუჩ-მუზარადს, ჩაჩქან-აბჯარსა,

მაგრამ ვცოცხლობდით მოყვარულნი დროთ ტრიალისა.


დღეს კი ქართველი გულში მუდამ წყევლას აჩაღებს:

და წყევლა იმას, ვინც მაღრიბის ველურ ყაჩაღებს

გაუღო კარი თერგდალეულ დარიალისა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen