კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 07:15

 

 

 

კორპუსები ჰგავს მიჯრით

ჰაერში გათხრილ სანგრებს.

ამ ქალაქს დღემდე ანგრევს

ომების ახლო მიჯნა.

და სიახლოვე კართა,

და სიახლოვე ფანჯრის,

თეთრი ჭადრების აბჯრით

აღარ მოსავენ კვარტალს.

ქალაქი თავსაც გასცდა.

ჰაერში იქნევს ამწეს.

ლაჟვარდებს ძლივსღა არწევს.

მეორმოეთა კასტა.

მტკვრის ქამარს უჭერს ქუჩებს

წელი, დაღლილი რკინით.

ცათამბჯენების ტინებს

სიგარასავით ქაჩავს.

აკაციების რეტი

მახსოვს, ესხმოდა აღმართს

და უღმერთობით დაღლილ

გუმბათს კენკავდა მტრედი.

აივნის ჭვირთა პიარს,

ოფისებს - შრომით ვახტებს.

მიწა მეტლახს რომ იხდენს

და ჩვენიც აღარ ჰქვია,

ვერ ცნობს საკუთარ სახეს

ქალაქი წყეულ ქართა,

ქალაქი წვეულ კაცთა,

აქ სადღაც იდგა, მახსოვს,

ბარათაშვილთა სახლი...


ლექსები თბილისზე   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen