კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:14

 

დანიშნულების მიხედვით აფიქსები ორგვარია: მ ი მ ო ს ა ხ რ ე ლ ი  და  წ ა რ მ ო ს ა ქ მ ნ ე ლ ი.

მიმოსახრელია აფიქსი, რომელიც სიტყვას ფორმას უცვლის. მნიშვნელობა კი უცვლელი რჩება. მაგალითად, ერთი სიტყვის ფორმებია: ქუდ-ი, ქუდ-მა, ქუდ-ს. ქუდ-ის, ქუდ-ით, ქუდ-ად, ქუდ-ო. აქ ერთი სიტყვის შვიდი სხვადასხვა ფორმა გვაქვს და ყველა ერთსა და იმავე საგანს აღნიშნავს.  

ქ უ დ  ფუძეა, ი, მა, ს. ის, ით, ად, ო მიმოსახრელი ანუ სიტყვის ფორმის მცვლელი სუფიქსებია.

წარმომქმნელია აფიქსი, რომელიც სხვა მნიშვნელობის სიტყვას აწარმოებს. მაგალითად,  ქ უ დ  სიტყვისაგან წარმოქმნილი სიტყვებია: ქუდიანი, ქუდოსანი, უქუდო. მექუდე, საქუდე. 

იან და ოსან სუფიქსები, უ-ო, მე-ე და სა-ე პრეფიქს-სუფიქსების წარმომქმნელი აფიქსებია.

სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი აფიქსებია მიმოსახრელი და რომელი - წარმომქმნელი.

1. კაც-ი, კაც-ურ-ი, კაც-ობა, უ-კაც-ო.

2. ამხანაგ-ი, ამხანაგ-მა, ამხანაგ-ურ-ი, ამხანაგ-ობა, ამხანაგ-ო. 

3. კუდ-ი, კუდ-იან-ი, უ-კუდ-ო, კუდ-ს.

4.  ყურ-ი, ყურ-იან-ი, უ-ყურ-ო, სა-ყურ-ე, ყურ-ება, ყურ-მა, ყურ-ით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen