კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:20

 

შევადაროთ ერთმანეთს ორი წინადადება: „ი გ ი  თ ხ რ ი ლ შ ი  ჩ ა ვ ა რ დ ა" და  „ი გ ი  ჭ კ უ ა ში  ჩ ა ვ ა რ დ ა".

პირველ წინადადებაში ყოველი სიტყვა თავისი პირდაპირი მნიშვნელობით არის ნახმარი, მეორეში კი - არა.

„იგი ჭკუაში ჩავარდა" არ დაიშლება და მისი მნიშვნელობა შეიძლება გადმოიცეს ერთი სიტყვით:  დ ა ჭ კ ვ ი ა ნ დ ა.

მსგავსი მაგალითებია: ქერის ორმოში ჩავარდა, გული მოუვიდა, ხელზე დაიხვია, თავი მოეჭრა, სირცხვილი ჭამა, ჭკუაზე გადავიდა, ხელი შეეშალა, დაუკრეფავში გადავიდა და მისთ. დასახელებულ მაგალითებში სიტყვათა შენაერთი მყარია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რომელია მყარი სიტყვათა შეხამება დაყოფით დაბეჭდილ სიტყვათაგან და როგორ გადმოიცემა მათი მნიშვნელობა სხვა სიტყვებით.

ა) 1. ამხანაგმა თ ქ ვ ე ნ ი წიგნი წაიღო.

2. დიდმა ბატონმა თ ქ ვ ე ნ ი  ჭ ი რ ი  წ ა ი ღ ო . (ჭავ.).

ვ) 1. სარდიონს  გ უ ლ ი  მ ო ს დ ი ო დ ა (კლდ.).

2. სარდიონს თვალებიდან  ც რ ე მ ლ ი  მ ო ს დ ი ო დ ა.

გ) 1. პალტოს  ღ ი ლ ე ბ ი  დ ა ს წ ყ დ ა.

2. ბავშვს გ უ ლ ი  დ ა ს წ ყ დ ა.


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები, გამოყავით სიტყვათა მყარი შეხამებანი და აღნიშნეთ, როგორ გადმოიცემა მათი მნიშვნელობა სხვა სიტყვებით.

1. მის ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფდა. (წერ.).

2. - გტკივა? ძალიან - თითქო ამოიკვნესა ბესიკმა, - ბეწვზე გადავრჩი. (ა. ბელ.).

3. ლუარსაბს გული ამოუჯდა, დაიწყო ტირილი (ჭავ.)

4. ერთბაშად ყველას ჩაუვარდა მუცელში ენა, ხმის ამოღებას ვეღარ ბედავდნენ. (ვაჟა).

5. - ნუ სჯავრობ, კესო! მართალს თვალი თვალში უნდა გაუყარო უშიშრად. (ჭავ.).

6. თავი უჭირავს ამაყად, ბუზს აღარ ისვამს თავზედა (მღვ.).


სავარჯიშო 3. ლიტერატურის სახელმძღვანელოდან ამოიწერეთ სიტყვათა მყარი შეხამების რამდენიმე მაგალითი, ჩაიწერეთ რვეულში, გაუსვით ქვეშ ხაზი და მიუწერეთ თავ-თავისი მნიშვნელობა (ისარგებლეთ განმარტებითი ლექსიკონით).

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen