კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:32

 

ყოველი სიტყვა, როგორც ვიცით, ბგერებისაგან შედგება. მაგალითად,  მ ზ ე  სამი ბგერისაგან შედგება და მას გარკვეული მნიშვნელობა აქვს: აღნიშნავს მნათობს.

მაგრამ ბგერათა ყოველი დაჯგუფება არ არის სიტყვა. მაგალითად, ამავე ბგერების სხვაგვარი თანამიმდევრობით შეიძლება მივიღოთ ბგერათა ასეთი ჯგუფები: მ ე ზ,  ე მ ზ,  ზ ე მ,  ზ მ ე. არც ერთ ამ ჯგუფს არა აქვს ქართულ ენაში რაიმე მნიშვნელობა, ე. ი. არაა სიტყვა.

მაშასადამე, სიტყვა არის ბგერათა ისეთი შენაერთი, ჯგუფი, რომელსაც რაიმე მნიშვნელობა აქვს.

სიტყვა მნიშვნელობის მქონე უმარტივესი ენობრივი ერთეულია. იგი ენის ლექსიკის (სიტყვათა მარაგის) შემადგენელი ნაწილია, ე. ი. ლექსიკური ერთეულია.

რაც უფრო ბევრი სიტყვაა ენაში, მით უფრო განვითარებულია ენა. ქართული ენის ლექსიკა მდიდარი და მრავალფეროვანია. ამ ენაზე შეიძლება ყოველგვარი აზრი ზუსტად და მხატვრულად გადმოიცეს.

ქართული ენა დიდად განვითარებული ენაა.

სავარჯიშო. ქვემოთ მოცემულ უაზრო ბგერათა ჯგუფებში შემავალი ბგერები ისეთი თანამიმდევრობით დაალაგეთ, რომ თითოეულისაგან ორ-ორი სიტყვა მიიღოთ.

ნ ი მ უ შ ი: ითხო: ოთხი, თოხი.

1, თამ. 2. იოს. 3. საი. 4. აილქ. 5. ვთია, 6. აიმწ. 7. თაით. 8. ლაიდ. 9. იეგმ. 10. ოფით. 11. რაოტმ. 12. ინრიო. 13. ხცირივ. 14. ირზა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen