კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:20

 

დეფისით იწერება რთული სიტყვა, თუ მის ნაწილებს შორის ივარაუდება და კავშირი.

მაგალითად: და-ძმა (და და ძმა), დედ-მამა (დედა და მამა), ია-ვარდი (ია და ვარდი), ქართლ-კახეთი (ქართლი და კახეთი), წერა-კითხვა (წერა და კითხვა), გაღმა-გამოღმა (გაღმა და გამოღმა), ჩაიკვნეს- ჩაიჭიკჭიკა (ჩაიკვნესა და ჩაიჭიკჭიკა).

დეფისით იწერება ფუძის განმეორებით მიღებული რთული სიტყვაც. მაგალითად: აღმართ-აღმართ, დაღმართ-დაღმართ, სოფელ-სოფელ, დაბალ-დაბალი, თბილ-თბილი, მაღალ-მაღალი, ყვითელ-ყვითელი, შავ-შავი, ცივ-ცივი, წითელ-წითელი, ჭრელ-ჭრელი, ხმელ-ხმელი, თითო-თითო, ას-ასი, ხუთას-ხუთასი.

დეფისით დასაწერი რთული სახელისაგან წარმოქმნილი სიტყვა უდეფისოდ იწერება. მაგალითად: და-ძმა, მაგრამ:  დ ა ძ მ უ რ ი; დედა-შვილი, მაგრამ  დ ე დ ა შ ვ ი ლ უ რ ი.

დ ე დ-მ ა მ ა  და მისთანა რთული სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან შემასმენელი მხოლობითში დაისმის. გიორგის  დ ე დ-მ ა მ ა სოფელში  ც ხ ო ვ რ ო ბ ს.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, როგორი რთული სიტყვებია დაწერილი დეფისით.

ა) 1. მთა-ბარი. 2. სტუმარ-მასპინძელი. 3. სიძე-სიმამრი. 4. რძალ- დედამთილი. 5. რუსულ-ქართული. 6. ფშავ-ხევსურეთი 7. მინდორ-ველი. 8. ტურა-მელა. 9. ცოლ-შვილი. 10. აღმართ-დაღმართ. 11. აქა-იქ.

ბ) 1. ახალ-ახალი. 2. ლამაზ-ლამაზი. 3. მწარე-მწარე. 4. ხშირ-ხშირი. 5. ჩქარ-ჩქარი. 6. ცხელ-ცხელი. 7. წინ-წინ. 8. უკან-უკან.


სავარჯიშო 2. და-თი შეერთებული სიტყვებისაგან შეადგინეთ რთული სიტყვა და იხმარეთ წინადადებაში. ქვეშ გაუსვით ხაზი.

ნ ი მ უ შ ი: წერა და კითხვა:  წ ე რ ა-კ ი თ ხ ვ ა  პატარა აკაკის უფროსმა დამ ასწავლა.

1. დიდი და პატარა. 2 რძალი და დედამთილი. 3. მთა და ბარი. 4. ქება და დიდება. 5. სამი და სამი, 6. აუარა და ჩაუარა. 7. მიიხედა და მოიხედა.


სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, დაყოფით დაბეჭდილი სიტყვები რომელი წესის თანახმად არ იწერება დეფისით:

1. დ ე დ ა შ ვ ი ლ უ რ ი  სიყვარული მძლეთა მძლეა (ჭავ.).

2. კედელზე  მ ა მ ა პ ა პ უ რ ი  ხმალი ეკიდა.

3. მოხუცი ახალგაზრდებს  მ ა მ ა შ ვ ი ლ უ რ  დარიგებას აძლევდა.

4. ეგ შენი შიში,  მ ა მ ა შ ვ ი ლ ო ბ ა მ,  სრულიად უსაფუძვლოა (კლდ.).

5. ვახტანგი და ნინო  დ ა ძ მ უ რ ი  სიყვარულის კარგ მაგალითს იძლეოდნენ. (კლდ.)


სავარჯიშო 4. ქვემოთ მოყვანილ სიტყვათა ძირეულების გამოყენებით შეადგინეთ მარტივი წინადადებები. აღნიშნეთ, როგორი რთული სიტყვები მიიღეთ და როგორია მათი მართლწერა. წინადადებები ჩაიწერეთ რვეულში და რთულ სიტყვებს გაუსვით ხაზი ქვეშ.

1. დედაშვილური. 2. მამაშვილური. 3. მამაპაპური. 4. დაძმური.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen