კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 06:56

 

მამაჩემო,

ჩემი ცხოვრებაც ზუსტად ისე ნაღვინარია,

როგორც მარანი, ცარიელი თიხის ჭურებით,

არ მინდა ახლა შენი თავი რომ ამაჩემოს,

შენმა სურათმა მისი ყურებით...


მამაჩემო,

რა დრო გასულა, სიავით თუ სიკეთით სავსე,

ბევრჯერ ვიტირე, ზოგჯერ შენზე არც მიფიქრია,

მეც ვიტივტივე ამ ცხოვრების პატარა ნავზე,

ნავზე, რომელიც გემზე დიდია.


მამაჩემო,

მსხმოიარობენ ვენახები შენ რომ ამყენი,

წუთისოფელი ისევ ავობს, ისევ ქარია,

კაცი არ დადის ქვეყანაზე შენზე ნაწყენი 

და მიხარია...


მამაჩემო,

მე მესმის ბედის შენ რომ გერგუნა,

მახსოვს სიცოცხლის სიყვარულით, როგორ თვრებოდი,

არა ხარ ქრისტე... სიკვდილი, რომ თავად გეთრგუნა,

თორემ აქამდე უეჭველი დაბრუნდებოდი...


მამაჩემო,

არ მინდა არც მე, ცას მზესავით გამოვეკერო,

ან სიავკარგეს ამ სოფლისას, ძარღვი ვაწყვიტო,

მეც მინდა ჩემო ჭაბუკო და არა ბებერო,

იმ დროს წავიდე, შვილებს გული შენებრ დავწყვიტო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen