კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 03:27

 

 

მოვედი და სამარესთან ჩამოვდექი ლანდივით,

წამოვშალე მაგ შენს გულზე ბეღურების ნადიმი.


შენს საფლავზე ყვავილები გამოცოცხლდნენ ჩეროდან,

გამიცოცხლდი, სულ ცოტა ხნით, გნახო მამაჩემო-და,


გითხრა, როგორ დამილეწა ბედის ქარმა გვერდები,

ნახე, როგორ დაგემსგავსე, ერთნაირად ვბერდებით.


შენ რაც მითხარ და მასწავლე, გული იმით ივსება,

რომ არასდროს ვუღალატებ შენს სახელს და ღირსებას.


შემეშველე, რა ვუშველო სულს ცოდვისგან ნაწვალებს,

ყველას როგორ უერთგულო, კიდევ ერთხელ მასწავლე.


სუსტი ვარ და მაპატიე, მიჭირს აღიარება,

რომ ძნელია შენისთანა კაცის ჩრდილის ტარება.


დაღლილი ვარ, არ იფიქრო, ბედს დაწერილს ვუწუნებ,

განა მუხლი დამისუსტდა, განა რამეს ვწუწუნებ.


განა მტკივა, ან უცხოა ცხოვრებისგან გალახვა,

მეგობარი ხარ ჩემი და განა მარტო მამა ხარ.


გიყვები და არ იღელვო, რომ ასეთი ბედის ვარ,

მიხარია შენი მსგავსი ჯვრის ტარება მეღირსა.


ახლა წავალ, არ იდარდო, განა ის დრო შორს არი,

როცა ჩემიც დამთავრდება ბედის კრიალოსანი.


აჰა, ჩვენი საუბარის დასასრულთან მივედით,

დარდთან ერთად წამომყვება შენი ნახვის იმედი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen