კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:17

 

ცივა და ჰყინავს... ხანა ჰთოვს,

ჰტუსავს... მზე მობუზულაო,

მთა-ბარი, ტყე და მინდორი

სულ თოვლით დაფარულაო.


წყარო ყინულის სვეტებად

კლდეებზე დაკიდულაო,

ბანის და საბძლის პირები

კირჩხლებით მოზიკულაო.


მთები მოჰჩანან ცაშივე,

ჩამოსვლა არა ჰსურიათ,

და თეთრ ნაბდებზედ თეთრივე

ქუდები დაუხურიათ.


ხან-და-ხან მხოლოდ ნაბდისას

კალთებს თუ დაიბღერტავენ,

და მეხის ტეხასავითა,

სიმღერას გაიბედავენ, -


როცა მათს წვერზედ ქარები

გიჟივით თოვლსა ჰხვეტავენ

და ზვავნი ჭექა-ქუხილით

ხევ-ხუვებს გამოჰლეწავენ, -


ზოგი ბუჭულა დამდგარა,

კუკნს აღარ არაკუნებსა,

ზოგი კი ისევ ითრება

ზანტად პირს ახახუნებსა,


სანამდის ალმასის ტახტზედ

მთვარე არ დააძინებსა.

გაწვრილებული მდინარე

ყინულში მძლივსღა მოჰჩანსა,

და მელა გაე-გამოსა

ბროლის ხიდებზე ჰროკავსა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen