თოვლი ცვივა ფთილებად,
ხეები იფინება.
გზა თეთრდება
და გელოდო სანამდი.
დღეც მოკვდება ღიმილით,
წყნარად და უჩივლელად,
გეძახე,
არ მომხედე დავარდნილს.
შენს თმას ხელით შევეხე
და სურნელი აჰყვა ხელს,
რად წახვედი,
ახ, ნეტავი ვიცოდე!
გული დგომით გავახმე,
როგორც გაქერქილი ხე,
მინდა ცეცხლი,
რომ მალე დავიწოდე.
ხომ ხედავ თოვლი ცვივა,
უბინაოს შესცივა,
მიშველე,
შველა თუ შეგიძლიან,
ნუ დამტოვებ გულმტკივანს,
გაყინულს და ნატირალს.
ქარი ქრის
და ფიფქები მიჰქრიან,
ვინ გაიგოს, ცხოვრება
რას გვიპირებს ორივეს,
ან გიცადო როდემდი!
ეჰ, ფიქრებმა
სიხარული მოლიეს,
სხვებმა ამიყოლიეს,
შენ აგცდი,
თუმც შენს ნავალს მოვდევდი.


