კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 06:30

 

 

შემოდგომა - იკრავს ათას ოქროს გარსებს.

შემოდგომა - სკოლის ჟრიამულით სავსე.

შემოდგომა - ჟამი ქორწილის და რთველის,

შემოდგომა - ძალა და იმედი ჩვენი!


თუმცა მესმის ის ხმაც - სევდიანი, წყნარი -

სოფლის ბოლოს ჩვენი ძველი სახლის არის.

ზაფხულამდე ისევ მარტო რჩება ცისქვეშ,

თეთრ სიზმრებში, ვიცი, ბევრჯერ გვნახავს ისევ.


ცოცხალივით სახლსაც აფრთხობს სიმარტოვე,

ამბობს, -„ ნურასოდეს, ნუღარ მიმატოვებთ.

მიყვარს თქვენი ხმა და ლაპარაკის სმენა,

თქვენი სუნთქვით თბება ჩემი ძველი კერა“.


როცა ვტოვებთ ასე ჩარაზულს და მარტოს,

სახლიც ტირის უხმოდ, სახლიც ოხრავს, დარდობს.

პატარების მალე დაბრუნებას ნატრობს.

მის დარდს ბობორიკა კუთხე-კუნჭულს აქსოვს...


სხვენში ჩიტი ცხოვრობს და სინდიოფალაც,

სიხარულისათვის ეს სულაც არ კმარა...

თაგვიც დარბის იქვე, სახლის შორიახლოს

და ამხნევებს თურმე - "ნუ, ნუ დარდობ, სახლო!”


მაგრამ სახლი მაინც დარდობს, სცივა, რა ქნას?!

ზამთრის თოვლი უთბობს იმედების მარცვალს,

რომ სულ მალე ისევ ნახავს მზეს და ბავშვებს,

რომ ზაფხული მოვა - სიხარულით სავსე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen