|
გაოქროსფერდა ხეები მთაში, ფოთლები ტოტებს შრიალით ცვივა, მოწყენას იგრძნობ ჩიტების ხმაში და ნაბოლარა მართვეს კი სცივა.
ჟრიამულია წაბლის ხის ძირას. მხოლოდ ღობე ჩანს, აიღეს უკვე პატარა ყანა მთის განაპირას.
ნეშომ დაფარა ტყეში ღრეები. უცვლელად შერჩა მთას, ვით მშვენება, მარად წარმტაცი ნაძვის ხეები.
მთასთან მიდგმული სახლთა კრებული, მიახლოვდება მათი ფანჯრები ბრდღვიალა შუქით განათებული.
მთვარე ქათქათებს მოწმენდილ ციდან. შხუის მდინარე, ხმაურობს ჭალა და მწყემსის ცეცხლი გამოჩნდა მთიდან. |


