კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:16

 

ვერ ვივიწყებ იმ დღეს კიდევ,

ვერც იმ პირველ აღმაფრენას.

პირველად რომ ხელი გკიდე

და წარმოვთქვი „დედაენა“.


დავივიწყებ იმ წამს როდის,

როცა თრთოლვით გადაგფურცლე,

უდედოდ რომ ვიზრდებოდი,

გამახსენდა მაშინ უცებ.


გამახსენდა, გამახსენდა,

მაგრამ მერე ვიგრძენ ლხენა.

- მართალია, არ მყავს დედა,

ვთქვი: - დე, მზრდიდეს „დედაენა“.


და წიგნს ისე ჩავეკარი,

გამიცოცხლდა თითქოს დედა,

მიბერავდა ნიავ-ქარი,

დედის სუნთქვას მახსენებდა.


და მას შემდეგ სულ თან დამდევ,

შენით გამაქვს ყველგან ლელო.

შენით ფრთებსაც გავშლი ცამდე,

დედასავით საყვარელო.


შენ მასწავლე სიყვარული,

ჩვენი მთის და ჩვენი ველის.

ისე, როგორც დედის გული,

ყველგან „დედაენა“ მშველის.


შენს ხმას სად არ გავიგონებ,

დაგივიწყო როგორ, როდის?!

ვკითხულობდი შენს სტრიქონებს,

თითქოს დედის ძუძუს ვწოვდი.


მუხლი შენით გავიმაგრე,

იმედის ხე შტოს შლის დიდად.

დედის სითბო მაკლდა მაგრამ,

შენი სხივის შუქი მზრდიდა.


როგორ ვიტყვი ახლა იმდენს,

რაც გეკუთვნის ჩემგან შენა.

„დედაენა“ დამავიწყდეს?!

მაშ, შემახმეს მაშინ ენა.


თუმც კვლავ ცოცხლობს ჩემში წყენად,

რომ მომიკვდა დედა ადრე,

მაგრამ გმადლი „დედაენავ“,

რომ მზარდე და რომ აღმზარდე.


ვაი მას, ვის დედა მზრდიდა

და არ იცის დედაენა.

საქართველოს ჭრილობიდან,

არის წვეთ-წვეთ სისხლის დენა.


მე შენს ამაგს ვენაცვალე,

აგისვენებ გულზე ხატად.

დედაენა ვინც გაცვალა,

მან დედასაც უღალატა!


მან მამასაც უღალატა,

დედულ-მამულს უღალატა.

ერთი სიტყვით, - ქართველობას,

საქართველოს უღალატა!


„დედა ენავ“, გიღალატო?

დავივიწყო ყველაფერი?

მე გამისკდეს მიწა მარტო,

ჩამომენგრას მე ერთს ჭერი.


სანამდე აქვს ენა ქართველს,

მანამ ვიტყვით: - ცოცხლობს ერი.

დედის ენას ნუ წამართმევთ

და თუნდ ენა ამომჭერით!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen