კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 14:08

 

სამშობლოს ცაზე

შიშის შავი აჩრდილი დაძრწის,

დათრგუნვილია ყოფნის ჟინი

და ყოფნის ნება,

როცა ვიფიქრე, ბატონებო,

გვეშველა აწი -

მაშინ დამიწყეს ჭახჭახი ძვლებმა.


სამშობლოს ცაზე

შიშის შავი აჩრდილი დაძრწის

და ჩვენს კისრებთან

სუნთქვას იწყებს ჟამის მახვილი,

უფლის ბოძებულს არ ვღებულობთ,

ეშმაკი გვაწვდის

და ეშმაკეულს ვეწაფებით

ხარბად თახსირნი.


სამშობლოს ცაზე

შიშის შავი აჩრდილი დადის,

სამშობლოს ჩვენსას

ჟრუანტელი მალიმალ უვლის,

მამული ოხრავს, ბატონებო,

მამულთან გადით!-

დაუგდეთ ყური -

როგორ კვნესის მამულის გული.


ყური დაუგდეთ -

ბატონებო, დაუგდეთ ყური

და ერთი ღამე გავათენოთ

მამულთან ფიქრით,

შემზარავია,

როცა ჩვენში ჩნდება უფსკრული -

საქართველო დგას აქეთ და იქით.


მტერი თუ მოდგა,

მოწინავე ლაშქართან ვდგები,

მაგრამ მოძმესთან არასოდეს -

უარი ხანჯალს!-

და მთელი ღამე არ მასვენებს

ჭახჭახი ძვლების

და მკერდთან მითრთის

გადაღრღნილი კბილებით მაჯა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen