კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 10:53

 

მე ვერ ვიტყვი

აჭარა თუ გურია,

მე ვერ გავყოფ

კახეთი თუ რაჭა,

ბარი მთაზე 

ისე გადაბმულია,

ბზარი რაა - 

ერთი ბზარიც არ ჩანს.


სადაც წაველ

ყველგან გაზაფხულია,

თოვლი მხოლოდ

მყინვარწვერზე დარჩა,

ყველგან ჰყვავის 

საქართველო სრულიად,

ყველგან ფეთქავს

ერთი დიდი მაჯა.


სვანურია ის თუ

აფხაზურია - 

სისხლი ბორგავს

ადუღებულ მაჭრად,

ყველგან ჩემი დედის -

ცხელი გულია -

ღმერთმა ნუ ქნას 

ნაწილ-ნაწილ დაჭრა.


ვის რას ვკითხავ - 

ქუდი სადაურია,

როცა ძველის  მოგონებაც მტანჯავს,

როცა ყველას ერთი ცა გვახურია - 

ვარსკვლავებით მოოჭვილი ფარჩა.


ყვირილაა, თუ შმაგი ენგურია - 

სამშობლოსთვის

მათაც შვენით გარჯა,

ბნელს თუ უბღვერს 

განა სისხლი სწყურია -

მტკვარს,

თბილისის

მოლაპლაპე 

ხანჯალს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen