კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:41

 

სძინავს სამშობლოს გაცრეცილ ცასა,

სძინავს უღონოთ მიბნედილ მთვარეს.

ფრთა გაუშლია ფარულ ზრახვასა

და მიჰფრენს სადღაც, უჩინარ მხარეს.


იალბუზის მთას, ამაყად აწვდილს,

თავს დასტრიალებს ვარსკვლავთა ჯარი.

სიჩუმე იხვევს ჟამთა მოძახილს,

საშოში ჰბორგავს ღამის ზღაპარი.


დასავლის ქარის ოხვრით მონაბერს

ბინდს წაუშლია მზისა ელფერი.

წყვდიადის ხუნდი ჰხუთავს ყველაფერს,

თავდახრილია ძველი ივერი!


აჩრდილად თრთიან კოშკთა ნანგრევნი,

ნაშთნი ტკბილ - მწარე აწ წარსულისა,

და შორს გაისმის გულის ამტკენი

მწარე კივილი ბოროტ სულისა.


ო, სტირდე, სტირდე სამშობლო მიწავ,

გოდებათ იქცეს შენი ნაღველი,

ცეცხლის ფრქვევითა შეირყი ზეცავ,

რომ შიშით თრთოდეს არსი ყოველი.


გაისმას ირგვლივ აწ ხმა წყევისა,

შურისძიება ჰყეფდეს ხუნდებში;

და ყველამ იგრძნოს: ჰანგი ძლევისა,

რა რიგ იზრდება ტანჯვის წუთებში!..


შეკრთა ეთერი... იდუმალება

მოწყდა სიჩუმის გრძნეულ სარეცელს;

შუქურა ცისკარს ეტრფიალება,

ცისკარი ჰკოცნის გაქცეულ ნათელს.


ზეფირმა ბუჩქებს ნელად დასტვინა:

ცას შეჰსისინა კვნესა მიწისა;

შორს... შორს წაიღო და მიაძინა

გაურკვეველი სიმღერა ზღვისა.


სიცოცხლის ჩონგურს გაუკრთა სიმი,

შეირხა დილის საგალობელი,

სივრცემ ვერცხლის ფრად იწყო ციმციმი,

ლაჟვარდის სახემ ასწურა ბნელი.


მაგრამ სამშობლოს ისევა სძინავს,

ბორკილ-ხუნდები ჯერ არ გახსნილა,

მაშვრალთა კერა კვნესის და გმინავს,

თავისუფლების ჯვარი წახრილა!..


ო, სტირდე, სტირდე, ჩემო ქვეყანავ,

მაგრამ თან ცეცხლი გულს ჩაისახე

და ოდეს ნეტარ განთიადს ნახავ,

შენში აღსდგება მომავლის სახე.


მანამდის - კია, ვით ხმა წყევისა,

შურისძიება ჰყეფდეს ხუნდებში;

დე ყველამ იგრძნოს: ჰანგი ძლევისა

რა-რიგ იზრდება ტანჯვის წუთებში!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen