კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 13:36

 

გრიგალს თან მოჰყვა ყვავილი კუზით

შმორი, ანთება, ხველა და გესლი

ო, საკირეში დიდი პაუზით

იწვის სამშობლოს ბებერი თესლი.


და მინდა უთხრა ეს მონოლოგი:

თუმცა იყავი უპირატესი,

მაგრამ მოვიდნენ მაგოგი, გოგი

გადაგეფარა ლანდი პილატის.


ამოვჭრი სიტყვებს გამოსათხოვარს:

"შენ, მეგობარო, მშვიდობით მარად,

დავემსგავსები ოხერ მათხოვარს,

რომ მომეჩვენო უშნო მასხარად".


ქალაქს მოედვა დღეს ქარიშხალი,

(ეკლესიებში დაამსხვრევს ზარებს)

ნევრასტენია და მწვანე შხამი

სამშობლოს ცაზე ქმნიან კოშმარებს.


გადაირია მაცხოვრის ხატი

და სუნი დადგა დამპალი ლეშის

ო, ჩემი ტვინი როგორც პლაკატი

არის გაკრული სვეტზე ღამეში.


ო, საცოდავათ დავრჩი მე მარტო

- დიდია ტანჯვა ცხელ ნიაღვარზე -

მაწვალებს სიტყვა უანდამატო

და საქართველო გაკრული ჯვარზე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen