კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:21

 

არის მრავალი გზაწვრილი;

ახალბედა თუ ძველი.

გზები წლებისგან წაშლილი,

თვალმისაწევად ძნელი.


ჩრდილები ახალთახლები

და მზის გამდნარი ხვავი,

თუ არ გინახავს, გახდები

ფერების უნახავი.


რაც ვძებნე სხვაგან სიმართლით,

ჩვენში ყოფილა თვითონ, 

ჩვენშია მზის და სინათლის

დაულეველი ხვითო.


ვისაც უგრძვნია მთის გულთან

უხვი სიუხვე ფერთა,

თავისი ფეხით მისულა 

სალაპარაკოდ ღმერთთან.


კიდითი კიდე გუგუნებს

სიმღერა მთებში თქმული,

საქართველოში ბევრია

მზე და კეთილი გული!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen