კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:14

 

 

როცა სევდა სამშობლოსთვის,

უცხოეთში გადმოკარგულს,

ჩვეულებრივ კვლავ მიპოვის

და მიწამლავს სულსა და გულს;


არ მითვისებს უცხო ერი,

არც მიზიდავს უცხო მხარე,

ულაზათო და ერთფერი,

უსიცოცხლო და მწუხარე, -


მაშინ ისევ ჩემს ოთახში,

მარტოდ-მარტო, ვიკეტები,

ოცნებისა ვცურავ ზღვაში,

მოგონებით ვხარობ, ვსტკბები


და, თითქო დროს, არც სივრცესა,

აღარ ჰქონდესთ აწ საზღვრები,

სცვლიან ერთი მეორესა

მშობლიური სურათები!

 

1

 

ვხედავ სოფელს - ჩემს საშშობლოს,

მშვენიერსა ჩვენს საყდარსა.

მინდორს, ღეღეს და სამრეკლოს,

ზედ, როგორც ხიდს, კადამდგარსა;


ვხედავ გუმბათს, ოქროს ჯვარი

მზის სხივებზე რომ ბრჭევრიალებს

და შოშიის მთელი ჯარი

თავზე სტვენით დასცქრიალებს;


ვხედავ ტურფა ას წლოვან ცაცხვს,

ცას რომ სწვდება მისი წვერი

და ათასს კაცს დაიფარავს

მის შტოთ ჩრდილი, განიერი;


ვხედავ კოხტად ჩამწკრივებულს

სენაკების მთელსა წყებას,

მონაზონთ გუნდს, ჩაშავებულს,

სალოცავად მათს მზადებას;


ვხედავ სკოლას, სოფლის სკოლას,

გამომზირალს საამურად

და ბავშვების იქვე გროვას,

მორბენალსა მხიარულად!


ოჰ! იყო დრო... ამ ტაძარში

მეც წრფელ გრძნობით ვლოცულობდი;

მეც ვსწავლობდი ამ სკოლაში

და აშ ცაცხვ ქვეშ ვთამაშობდო!..

 

2

 

ვხედავ, მოღელავს რიონი,-

აზვირთებ-აღქაფებულა:

არ სჩანს ნაპირი, არც ფონი,

თითქო ზღვად გადაქცეულა!


ვის შეუძლია, შეჰბედოს

ამ გააფთრებულს მდინარეს?

ვის შეუძლია, გასცუროს

ახლა მის მეორე მხარეს?


მაგრამ ჩუ! რა ამბავია,

რას მიაქანებს ზღვა-წყალი?

ნუთუ უბრალო ნავია

და საფრთხეშია საწყალი?


მერე რა ავსებულია

ხალხით: დიდებით, ბავშვებით

და ყველას შიში უგრძვნია,

ცას შეჰყურებენ ვედრებით!..


"ნუ გეშინიათ!" გაისმა

უცებ ერთ-ერთის მენავის

სიმტკიცით სავსე, დინჯი ხშა

და ყველას რწმენა ესახვის:


სჯერათ, არ დაიტრაბახებს,

სიტყვა ტყვილად არ დასცდება, -

ან დასძლევს გმირი ამ ტალღებს,

ან თვით, პირველი, მოჰკვდება!


მართლაც გაიძრო სწრაფ ჩოხა...

გადახტა, ებრძვის მდინარეს...

ებრძვის... ჰა, ფონი მონახა

და ნავს იქითკენ მიათრევს...


სხვებიც შველიან ზევიდან

საჭით და ნიჩბით თანხმობით

და, აი, კიდეც ნაპირთან

მიაგდეს ნავი მშვიდობით!..


ოჰ, ბევრჯერ მომაგონდება,

ვაჟკაცნო, თქვენი გმირობა,

მოძმისთვის თავის დადება,

სიმხნევე, უანგარობა!..

 

3

 

ვხედავ წალკოტს, ტურფად შემკულს,

საოცნებოს, სანეტაროს, -

ვინ იქნება, რომ, აქ მოსულს,

გულს სევდა არ გადეყაროს?


ამ მშვენებით არ დატყვევდეს,

მას თავი არ მოუხაროს;

ბუნებას არ შეუერთდეს,

მასთან ერთად არ იხაროს?


ვხედავ კიდეც შეგროვილსა

აგერ ტურფა ქალ-ვაჟთ კრებულს,

ერთ გრძნობადა გარდაქმნილსა,

ერთის აზრით გატაცებულს,


გაუმართავთ რომ ფერხული

და მღერიან ტკბილ სიმღერებს, -

ხელთან ხელი, სულთან სული

გადაუბამთ ბედნიერებს:


არ არსებობს ახლა მათთვის,

მწუხარება, ზრუნვა, შრომა

და ყველასი ფიქრი არის

სიხარული და განცხრომა!..


ოჰ, რამდენჯერ მეც დავმტკბარვარ,

მეგობრებო, თქვენის მზერით,

აღფრთოვნებულ-მოვხიბლულვარ

თქვენის ცეკვით და სიმღერით!..

 

4

 

ვხედავ ერთის მხრივ აჭარის მთებსა

და მეორეს მხრივ თვით დიდ კავკასის,

თოვლით და ღრუბლით დაფარულებსა,

შემაერთებელთ მიწისა და ცის!


იქ, შორს, ლურჯი ცა ლურჯსავე ზღვასა,

ვით დედა შვილს, გადახვევია

და ორივესთვის მზეს, ჩამავალსა,

სხივი გვირგვინად გადუფრქვევია;


აქ, ახლოს… მაგრამ სიტყვებით განა

აიწერება, დაიხატება

ეს ხმელეთისა თვალი ქვეყანა,

ეს სამოთხისა მსგავსი ბუნება?


სად შეხამებით ერთმანეთს სცვლიან

მინდვრებს გორები, გორებს ხევები

და აგერ-ეგერ ციმციმებ-ჰკრთიან,

ვით ვერცხლის ზოლნი, მდინარეები?..


ოჰ, ტურფა ველო, შენი მნახველი,

რამდენჯერ სულით ავმაღლებულვარ;

მიამაყნია, რომ ვარ ქართველი;

რომ შენს წიაღში დავბადებულვარ!..

 

5

 

ვხედავ, სად ჩქარი ტეხური,

შევიწროებულ-შეკრული,

სტოვებს მთებს, კლდეებს, გორაკებს

თავისუფლად ივაკებს,


რომ უხსოვარის დროიდან

გასცქერის მაღალ გორიდან

ქვევით საყდარსა და სოფელს

და შორს გაშლილსა მინდორ-ველს.


ერთს დროს დიდებით მოსილი

ქალაქი, ყოვლით მკობილი.

ახლა-კი... ნაქალაქევი,

დიდებული-ღა ნანგრევი!


ოჰ, საყვარელო ადგილო,

იდუმალებით აღვსილო,

რამდენჯერ გამომივლია

შენკენ და ცრემლი მოშსვლია.


თან სიხარულის, თან სევდის,

მომგონებელსა შენ ბედის,

და შენ დიდებულ ასულის -

მედეას ესდენ ტანჯულის!..

 

6

 

ჰე, ვხედავ მასაც,

თვით ხორცშესხმულ მშვენიერებას,

შეერთებულს

სიტურფეს და დიდებულებას,

ათასის წლისა

მრისხანებით გაუტეხელი,

აღმართულია

შავ დროთაგან დაუძლეველი,

და თითქო ამბობს:

- „ნუ ეცეში სულით, ქართველო, -

- „არ შეიძლება,

რომ არ აღდგეს კვლავ საქართველო:

"კვლავ არ გაცოცხლდეს

ეს მიდამო, მიმკვდარებული;

"კვლავ არ გაისმას

აქ ხმა გმირთა, ხმა დიდებული!

"ამის თავდები

თვით ყოფნაა ჩემი ამგვარი,

"რომ ვარ, ვით ძველად,

ისევ ისე მტკიცედა მდგარი,

"გულ გატეხილის

ქართველ ერის მანუგეშებლად,

"მის წარსულისა

და მომავლის შემაერთებლად!..

ოჰ, თითქო ახლოს

ცხადად ვამჩნევ ამ ტკბილ სიტყვებსა

ჩვენო გელათო...

შენს კედლებზე დაწერილებსა

ცეცხლებრ ანთებულ

მოელვარე დიდ ასოებით

და კვლავ ვივსები

შე იმედით და სასოებით!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen