კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:04

 

მომენატრა საქართველოს

ანდამატის მთა-გორები,

მომენატრა მშობლიური

მხარე ჩემი შთაგონების,

სიყრმის სევდა-სიხარული,

ერთურთს ნაწნავ-ნაკონები;


მომენატრა ჰოროველა,

ხმატკბილი და ხმაზვიადი,

ქართლის ყანის სურნელება

და კახეთის ვაზის მადლი,

იმერეთში ანთებული

იისფერი განთიადი.


და ყვავილნი - გაზაფხულის

გულყვითელა ბაიები,

ლილოჭრელოს პატარძლები -

ენძელები და იები -

თეთრ თავსაფარწახვეული

შავთვალწარბა დაიები.


სამშობლოდან განდევნილი,

ამატირა სევდამ ნაზმა,

მომენატრა ჩემი სოფლის

წყაროს წყალის აიაზმა...

ნეტავ მის წინ დამაჩოქა,

მისი ცივი შხეფი მასვა!..

ნეტავ მის წინ დამაჩოქა,

მისი ცივი შხეფი მასვა!.. 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen