კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 13:42

 

"იბერიის ქვეყანაში ეშმაკი ვერ დაჯდება” (წმინდა ლავრენტი ჩერნოგოველი)

 

ვინ შეებმევა მახინჯთა ხროვას?

ვინ გაიმზადა სულის საგზალი?!

ბებერო ერო, რამ დაგაღონა,

შენთან უფალი დედას აგზავნის.


რისხვა ეშმაკის სუნთქვას გიგუდავს,

ხმა კრეტსაბმელის შეგაზანზარებს...

ისევ გაჰფანტავს ვერცხლებს იუდა...

შენ კი აღსდგები როგორც ლაზარე.


მერე რაა, რომ ხალხი გიჟდება,

მერე რაა, რომ "ხალხი იცინის”!..

თუმცა სიცოცხლის ფასად გვიჯდება,

რომ გაგვასხვისეს ლიწინ-ლიწინით.


სისხლი აწვება წვერებს ინიანს,

არ გაყიდულა ჯერ კიდევ ფხოვი...

ნუ გეშინია... ნუ გეშინია...

ნუ გეშინია მახინჯთა ხროვის!


არავითარი "ჩიპი” და კოდი!

მოეღოს ბოლო თარეშს და გლოვას!

დედა უფლისა მცხეთისკენ მოდის...

და მერე კვართის პატრონიც მოვა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen