კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:42

 

 

მიყვარხარ შენა, ხან ჩაფხუტში, როგორც ხევსური,

ავდარში ნაბდით, ამინდებში ფაფანაკებში,

მაშინაც, ოდეს შენი ხმების მესმის ზევსური

მაშინაც, მტრების დახმაურობ როს ბანაკებში

და შორიდგანაც, სად კდემილი შენი მშვენება

ისე დამიდის წინ - ვით ხატი და მოჩვენება.


მიყვარს შენს ტყეთა შეფიცული ღამის მთევარი

და პაემანი ბრძოლებისა - თიადი ჩვილი,

თავისუფლების როს ლანდისა უქმად მდევარი

ჩვენ გვატარებდა უკმეხ შუბლით ჩოლოყაშვილი

და ჩვენათა ცხენთა ნატერფალებს მტერი თან სდევდა

და ლტოლვისა გზას გვიგრძელებდა მარცხი და სევდა


ნუთუ ვერ ვნახო შენი ველის მე უტევანი,

შენს ირიბ გზებზე ურემი რომ ზანტად ჭრიალებს,

ძირს ღელავს ყანა და ფერდობზედ მომწიფს მტევანი

და სიმაღლეში ჯიხვი ფრთხილად უვლის ფრიალებს…

მაღალა ნაზიდი გუმბათები და ჯვარი სადა,

ჰაეროვანი ჩარდახები შენს ფირუზ ცათა.


შენთა ასულთა ნუთუ ვეღარ მხვდეს ალი მწველი,

არა ტრფობისთვის - ჩემგან უკვე მწარ ნაგემისა,

რომ მათ ვაუწყო ოცნებანი გულისა ძველნი

და დაგილოცო ახალ-მოდგმა ძველის თემისა,

რომ სიკვდილისა მანდ მომესმან მეც ხმანი ბოხნი

და იქ დავიფლა - სადაც წვანან მეთანამბოხნი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ამირეჯიბი  • • •   შალვა ამირეჯიბის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen