|
წავალ! წავალ! შემეზიზღა ჩემი ქვეყნის არემარე, არ მეყოფა რაც ჩემს ლექსებს სტრიქონებში დავემალე?
ფრთა - ლაღი და ფრთა - აზატი, თორემ სულის შინასკნელში მეპარება რაღაც ზადი.
ბაიებში ცრემლი გაშრა და სხეული ახალგაზრდა ლოდინისგან დაიშაშრა.
პირუკუღმა სთხრიან, ჰყრიან… აქ მე ტირილს მიკრძალავენ, აქ მე სიტყვებს მიკორტნიან.
ჩამოინგრა ბურჯი ხიდის, აქ რასაც ვწერ, მეგობრებო, კალმის იქით ვეღარ მიდის.
გინდ ეს ლანძღე, გინდ ის აქე, მარტო ნიჭი კი არ კმარა, უნდა იყო მოქალაქე!
ბორკილები მრავალ წყებად, ახ, არ ძალმიძს, საქართველოვ, ჯალათების დავიწყება.
ამ სიტლანქეს დაუჩვევი, გამარჯვებას თუ ვერ ვნახავ, დამარცხებას გადურჩები.
მიწას ვტკეპნი, ჰაერს ვნაყავ, თავისუფალ საქართველოს უცხოეთში დავინახავ. |


