კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:40

 

 

კითხვა

 

კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,

ლამაზად მორთულ და მოკაზმული;

მაგრამ რამდენადც მშვენიერი ხარ,

იმდენად უფრო მიკვდება გული.


გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,

გისმენ და სმენით ყური ვერ ჰძღება;

მაგრამ რამდენადც საყვარელი ხარ,

იმდენად უფრო გული მიკვდება.


რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი?

ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?

მაგრამ რამდენადც მადლით სავსე ხარ,

იმდენად უფრო მიკვდება გული.


ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს

შენი სიმდიდრე, შენი უხვება;

მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ,

იმდენად უფრო გული მიკვდება.


მარქვი, რად არის იქ გულთა კდომა,

სად სიცოცხლეა გახარებული,

და რამდენადც შენ ცხოველ-მყოფელ ხარ -

იმდენად უფრო რად კვდება გული?

 

პასუხი

 

- მე სამოთხე ვარ და თქვენ კი, თქვენ კი!..

ვაი, ძე ჩემი ბედკრულ, უძლური!..

იქ თვით სამოთხე ჯოჯოხეთია,

სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.


საყვარელი ვარ… ჩემს მზიან ჩრდილში

სიყვარულს უნდა თვის ტახტი ედგას, -

და, ვაი, ამის სანაცვლოდ თქვენ კი

ერთმანეთს აყრით კრულვას და წყევლას!..


მადლით სავსე ვარ და, ვაი, ჩემს შვილს

ეგ მადლი ჩემი ვერ უშვნევია;

და ან იქ რა ჰქმნას თვით წმინდათ-წმინდამ,

სად ცოდვას მადლი დაუძლევია?


მე მდიდარი ვარ და თქვენ კი, თქვენ კი…

ლუკმა-ნატრულნი ერთმანეთსა სჭამთ,

მე ტკბილ ცხოვრების წყაროსა გაწვდით

და, ვაი, თქვენ კი ძმა ძმის სისხლსა სვამთ!..


იქ თვით სამოთხის წალკოტი, მდელო

უდაბნო-ღაა ურგებ-ურწყული,

სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა

სული მართალი და წრფელი გული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen