კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:05

 

 

ზრიალი ზუჩთა და ზარადთა

ხმა არი ზოგან და ზარი

ანდეზობს ზაკვილი მარაბდა

ფარციხეს დაეტყო ბზარი.


შაჰის მოკაშკაშე შიმშერი

გიორგის ელვარე გორდა

მარჯან-მოჯარული გიშერი

შთენია ქართა და ქორთა.


მარაბდად რაბიგონ-ზარაფთა

სისხლით ისხურება ტბორე

ვაყა ყაითნიან ვარაყთა

შარად ეშურება შორეთს.


რბიან დარახტული რაშები

ღვთიან არღავან-ღვარნი

მოიწევს ზღვა დელიბაშების

იჯმნიან ჯინთაგან ჯვარნი.


და ცხრანი ცხენმალნი ცხრებიან

ცეცხლოვან ციგლიგა ცელით

ფარზე-ნისისხლარი ცვრებია

მკერდზე-ნაისრალი მწველი,


შორით ნარგისები ელავენ

არმურმორეულნი ცადა,

შავნი კი მი და მო გელავენ

გვამებს გვითელავენ ძნადა.


აღათანგ, რისხვაო აღათა,

მარაბდის ელვავ და ალო,

თაღებს შთაეგზნება ჭაღათა

სისხლის ეგ ბრიალა კალო.


არ იმცონარებენ ნაზარდნი,

ლომები ლომისად ვლენან,

ციერთა მარზპანთა მაზანდა

არის წულად გარდავლენა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen