|
ლაგამის კვნეტა, ცეცხლოვანი ნესტო ჰუნეთა, ჟამთ ასპარეზზე გაჭენება საუკუნეთა... კოხტაო გორავ, ცადაზიდულ დევთა მაყარო, ჭმუნვად გებული რაინდების გზათშესაყარო.
ხამს დამაფინო შენი კალთა, ნუღარ გვიანობ, მარქვი სად მექნენ ძმანი ყელ-ყელ გადაჭდობილნი, სადა სწევს ცოტნე, გუამის გუემით არ დამნდობელი.
მოგეახლები ვით შეთქმული იმათთაგანი, რათა შემიტკბო მარტოსული, მიუსაფარი და განმიმართლო გარდასული დროის ზღაპარი.
მზეგადასული შეთქმულების გავიყოთ გეგმა. |


