(ვუძღვნი ეკ. გაბაშვილს)
|
შუქი არ მოსჩანს ქოხიდან, და არც ანთია სანთელი, დიდი ხანია რაც კერა მტრისგან ნაოხარ-ნათელი
ქარს მიაქვს, წარამარადა, და ჩალა-ბულა ქოხისა გადადის მთა და ბარადა!
მაგრამ ცა მოწმენდილია, მთვარე იალბუზს უცინის ქოხი კი დაღვრემილია.
გულს თუ მოუტანს ლხენასა, არა ის ქოხის დირეზე ეჩურჩულება დედასა;
მწარედ რათ თრთიან სიმები, ძაძა რას მოგიხვევია, რა უყავ შენი შვილები?
თქვენც ჩემო ჩანგის სიმებო, თქვენც გმირნო, ვაჟკაცურადა ბრძოლაში დახოცილებო,
ცრემლებით აუჩუყდება, ნუ გიკვირთ დედას თუ თრთოლით ჩანგს ხელი აუცურდება!
დაბადებულო მთაზედა - მეცა მაქვს ჩემი სამშობლო მან გამომზარდა მკლავზედა!
ჭაღარა გამომერია და აჰა, ჰხედავ ნაოხარს მის ადგილს ახლა მტვერია!
თავს რისხვით გადაუარა და მრავალ ჭირ-ნახულევი ხელ ახლა დაასუდარა!
ჩემ ფიქრთა თანაზიარო, ნუ თუ თვით კუბოს კარამდე სულ ასე უნდა ვიარო?
ტურფა მაისის ვარდზედა, ვერ ვნახო მისი მოლხენა ვისაც უმღერდი ჩანგზედა!
ყინულიანო მთის შვილო ხან ალაზანო შიკრიკო, ხან კი რიონის სიცილო;
მათ ტალღებს თავზე ევლები რამდენმა გმირმა წაიღო ბორკილიანი ხელები!
თუ არ ვაკვნესო სიმები, თუ არ ვიტირო დედამა ნაოხარ ქოხის შვილები.
რაც იყო გულის ღონება: ვაი, რა ძნელი ყოფილა მონის ბედი და ცხოვრება!
გული დარდმა და ნაღველმა, სიმები გმირების სისხლმა ხანჯლის წვრით ამონაღებმა!
დავკრავ, დავმღერებ ჩანგზედა, ნუ თუ მოვკვდები ვერ ვნახავ ღიმილს მაისის ვარდზედა? |
| პოეზიის გვერდი • • • |


