კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:16

 

სახლში დაღლილი მოვედი. შვილებმა, - რა გვიყიდეო. ერთი კი გავუღიმე და უხალისოდ მივაწოდე მათთვის წამოღებული ტკბილეული. მეორე ოთახში გაიქცნენ, გადახედეს სასუსნავს და ჩემსკენ ყიჟინით გამოიქცნენ... ტუჩებით წამოიწიეს და კოცნა დამიპირეს... კარგი, მაცადეთ ახლა, დაღლილი ვარ-თქო... თავდახრილები გაბრუნდნენ...

კარებზე კაკუნის ხმა შემომესმა...

დედამ - საჭმელი გაგიკეთეო, დაიბანე ხელები და ვივახშმოთო. არაფერი არ მინდა, შემეშვით და ყველამ თავი დამანებეთ-თქო... გაჩუმდა, თავი დახარა და მაგიდას მარტო მიუჯდა... ონკანი მოვუშვი, წყალი უნდა დამელია. ჭიქა ხელიდან გამივარდა და გამიტყდა. დედა წამოხტა მაშინვე, ხელი არ გაიჭრა, მე დავხვეტავო...

კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა...

ბავშვები ვამეცადინე, დავაწვინე და მეც მივუწექი...

კარზე ისევ კაკუნის ხმა იყო...

- ჯანდაბა, არავინ გააღებს ამ კარებს? - ვკივივარ ბოლო ხმაზე და დედის ნაბიჯებს ვუყურადებ. კარებს აღებს და მშვიდი ხმით გამომძახებს:

- არავინაა...

- მესმოდა ხმა... შენც ხომ გესმოდა?

- მესმოდა, მაგრამ გაღება დავაგვიანეთ...

- ჰოდა გაგეღოთ მერე, მარტო მე ვცხოვრობ ამ სახლში?

- შვილო, შინ მშვიდობით შემოხვედი, ხატებს ჩაუარე, ერთი მადლობაც არ გითქვამს უფლისთვის, რომ დღემ მშვიდობით ჩაიარა, შვილები ბედნიერებისაგან ცას ეწივნენ შენს დანახვაზე, შენ უღიმღამოდ გაუღიმე და კოცნის უფლებაც არ მიეცი... განა ყველას ჰყავს სახლში დედა? საჭმელი დაგახვედრე, შემოგთავაზე, თბილად დავმსხდარიყავით და გვევახშმა... ლამის ბოლო ხმაზე მიყვირე მოხუც დედას, თავი დამანებეო... დაწექი და ისევ დაგავიწყდა რომ პიჯვარი გადაგეწერა, შვილებისთვის მაინც...

- და კარები? 

- კარებთან ალბათ ის ღმერთი იდგა, შენ რომ მოგაცილა სახლამდე... 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen