კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 10:07

 

კვლავ დაირხევა წარსულის ხე და

მძაფრი განცდებით ჩავინაღვლები,

ნუ უჯავრდები, ნუ სწყევლი, დედა...

თუ იპარავენ ვაშლებს ბალღები.


თუ გახსოვს ჩვენი იაბო ცხენი,

ერთ კვირას უწყლოდ როგორ დავაგდე,

გაუხედნელი ბავშვობა ჩემი...

მცემე, სახლიდან წყევლით გამაგდე...


და უდარდელად რომ მახსენდება,

დღეებს მისდევდა დღეები მდორე,

ვხედავ, აჩრდილი ჩემი ჩერდება

და ამოიგდებს ლაჯებში მზორეს...


ვხედავ, შენ ისევ შარაზე დგახარ,

ეს მოგონება არ ქრება მწველი,

და მეზობლებთან ისევა მძრახავ,

მათ გასაგონად ისევა მწყევლი...


მე კი გუბესთან ვზივარ, ბაყაყებს

ახლად გამომცხვარ თონის პურს ვუყრი,

ასე მგონია, ახალს ვნახავ ტყეს,

ახალს მოვისმენ გოდებას ნუკრის...


მაგრამ, ო, არა, ეს ყველაფერი,

მოგონებაა - სიზმარი ტკბილი,

შემოგრჩა ხვადი, ლომის ნაფერი,

ამაყი, მაგრამ შეშლილი შვილი...


კვლავ დაირხევა წარსულის ხე და

მძაფრი განცდებით ჩავინაღვლები...

ნუ უჯავრდები, ნუ სწყევლი დედა,

თუ იპარავენ ვაშლებს ბალღები...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen