კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 10:16

 

მივიღე, დედავ, შენი წერილი,

ნაბღაჯნი, როგორც მოხუცის სახე,

იდუმალ გრძნობით ამოფერილი

და გარეგნულად უშნო და მკვახე.


მწერ: - ბიჭო, ასე რამ დაგავიწყა

შენ ჩემი ღვაწლი, ჩემი ამაგი?

თუ ეს გულით გჭირს გაგისკდეს მიწა

და გვერდს გივლიდეს ტოლ-ამხანაგი!


ორიოდ სიტყვა რომ მოგეწერა,

სამძიმო იყო, ან დასაშური?

ალბათ, გაგიტკბა თბილისის მზერა

და არ გწამს გორი, აღარც ხაშური!


აბა, ლიხის მთას ხომ არ გადმოხვალ,

რომ ნახო შენი ტურფა გურია,

ჩვენ ამ ზამთარში მოგვიკვდა ძროხა

და გაგვიცოფდა ძაღლი, მურია!


მამაშენს სჭირდა ფილტვის ანთება,

ჩამოდნა ისე, ვით ნაჭლექარი;

უისლოდ სახლი ლპება და ხდება

და ბულულს მისას შორს ფანტავს ქარი.


ბეღელში თაგვი უსაქმოდ დაძრწის,

სასიმინდეში კბილებს კრეჭს ჭერი.

სალომეს ბავშვი მოუკვდა რვა წლის

და დანარჩენებს ჯანს აცლის ბღერი!


ჯერგეს ნიშა ხარს გავხადეთ ტყავი

და ხორცი სოფლად ჩამოვარიგეთ.

ამას წინაზე ლანჩხუთს ვიყავი,

შენი ამბავი ვერც იქ გავიგეთ!


მოკვდი, ავად ხარ, გიჭირს, თუ გილხინს,

შემოგვითვალე, გვაცნობე რამე!

ეს უფერული ჩვენი დღე მიჰქრის

და მისდევს ღამეს უძილო ღამე!


მამაშენს აზრი სულ შეეცვალა

და შენს ქცევაზე მე ვყავარ ბრალში:

- ეჰ, იმ ბიჭისთვის, რომ შეგეთვალა,

ცოცხლობს ხომ მაინც გვნახავდა სახლში!


ჩამოდი ერთი, იკითხე სახლი,

მოხუცებულებს გვეცი ნუგეში,

არა და ცოცხლებს თუ ასე დაგვყრი,

მიწა მიგვიღებს თავის უბეში!


ამ სააღდგომოდ უთუოდ გელით,

ჩვენი სიკვდილი თუ რომ არ გინდა!

წერილს გიგზავნი ივანეს ხელით,

ქალაქ თბილისში, სოფელ გვიმრიდან?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen