კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 10:08

 

- დედა, დედა! შენი ჭირიშე, შენ გენაცვალე, ჩიტი მიყიდე. ნახე რა ლამაზია! გული ყვითელი აქვს, აქეთ-იქით ფრთებთან წითელი! შეღრიჭინებდა და კალთას სწევდა ჰატარა ქეთუნა დედას, რომელიც სასტუმრო ოთახში სტუმართან ლაპარაკში იყო გართული.

- დედა, დედა! ბიჭი წავა, ჩიტს სხვას მიჰყიდის! არ ეშვებოდა ქეთუნა დედას. - მერე ისეთ ლამაზ გალიაში ზის, ისეთში, რომ რაღა გითხრა!

- მერე, მერე, გენაცვალე, ეხლა არა მცალია, ჩუმად ეუბნებოდა დედა ქეთოს და ისევ სტუმარს ებაასებოდა.

- მერე არ იქნება, ახლა მინდა, ბიჭი წავა! ჭირვეულობდა ბავშვი.

- აბა წადი აქ მოიყვანე ის ბიჭი, ვნახოთ რა ჩიტი ჰყავს, როგორ აფასებს? გაერია სტუმარი დედა-შვილთა ცილაობაში.

ქეთუნა ნიავ-ქარივით გავარდა ბალკონზე და წამზედ შემოიყვანა ოთახში ერთი ათი-თორმეტი წლის ბიჭი, როშელიც სიცივისგან კანკალებდა თავის საზაფხულო ტანსაცმელში და გალურჯებულ ხელებში ეჭირა პატარა, ლამაზი გალია, შიგ ლამაზი პატარა ჩიტით.

- ცოდვა არ არის, რომ ჩიტებს იჭერ და გალიაში ამწყვდევ? უთხრა ბიჭს ქეთოს დედაშ.

- ცოდო რად იქნება! თამამად მიუგო ბიჭმა, მინდორში ეხლა აღარაფერი არ არის მაგის საჭმელი და სახლში კი აჭმევენ და ასმევენ კიდეც.

- თავისუფლებას რა სჯობია! გალიაში დამწევდეულს რა საჭმელი გაახარებს! დაუმატა სტუშარმა ქალმა.

- თავისუფლებას, თავისუფლებას! აი მეც თავისუფალი ვარ, შაგრაშ შიმშილით ვკვდები. დედაც ავადა მყავს და ფული კი არა გვაქვს, რომ პური ვიყიდოთ.

ეხლა კი დარცხვენით და ცრემლებით სავსე თვალებით სთქვა ჩიტის პატრონმა.

- განა შენ იმისთვის ჰყიდი ჩიტს, როშ აღებული ფულებით პური იყიდო? გაიკვირვა მორთულ-მოკაზმულმა, თეთრ ხელთათმანებიანმა ქეთოს დედის სტუმარმა.

- მაშ შენ რა გგონია?! მთელი ღამეები ამ გალიის კეთებას ვუნდები, დღე კი ყინვა-სიცივეში, ქალაქ გარეთ, ამ ჩიტებს დავდევ დასაჭერად.

- მერე ბევრს ჰყიდი? კაი ფასს იღებ? ზედიზედ ეკითხებოდნენ იმ აზრით გაკვირვებული ქალები, რომ ქვეყანაზე ამგვარი ხელობითაც შეიძლება ლუკმის შოვნა.

- ბევრს ვყიდი? კარგ ფასს ვიღებ? ვინ იცის რამდენს ვიღებ! ჩიტიც და გალიაც სულ ერთი აბაზი ღირს! წაიდუდუნა ბიჭმა საყვედურით და დააპირა წასვლა.

- დედა, დედა! კიდევ შეჰბღავლა ქეთომ, მიყიდე, მიყიდე ჩიტი! ხომ ხედავ ბიჭსაც ფული უნდა, დედას პური უნდა უყიდოს...

- გიყიდი, გენაცვალე, მაგრაშ იმ პირობით კი, რომ მაშინვე გაანთავისუფლო ეგ უბედური ფრინველი! და ჩიტის პატრონს კი ერთი ორად მეტი მისცა იმაზე, რაც იმან სთხოვა.

სტუმარმა ქალმაც გახსნა თავისი ძვირფასი ქისა და ერთი აბაზიც იმან უწყალობა სიცივით მოკუნტულ ჩიტის პატრონს.

ბიჭი თავის თვალს არ უჯერებდა ამ ბედნიერებას.

- ერთი ჩიტი თქვენც მოგიყვანოთ? შეეკითხა მორთულ ქალს.

- არა, რად მინდა მე ჩიტი! ეგ დედაშენს წაუღე და ხვალ ნუღარ დაიჭერ ჩიტს.

ბიჭი სიხარულით შეხტა, შეითამაშა და ბუდნიერი ღიმილით გარეთ გავარდა.

ქეთუნიაშ კი ისარგებლა დედის სტუმართან ლაჰარაკის გაგრძელებით და გალიით ხელში თავის ოთახში გავიდა; აქ გამდელს საჩქაროდ მოატანინა საკენკი, ლამბაქით წაუღო და ორთავე ჩიტს გალიაში შეუდგა. შიმშილით დაოსებული ჩიტი ხარბად ჰყლაპავდა ერთსაც და მეორესაც.

ქეთუნა გაშტერებით უყურებდა და თავის გულში ფიქრობდა: - ნეტა თუ ჩიტის გამყიდავიც, აღებული ფულით, ახლა ისე ხარბად ჰყლაპავს პურის ლუკმებს! და პირველად თავის დღეში, მაძღარშა პატარა ქალმა იგრძნო სიბრალული და შიმშილით დატანჯულთა თანაგრძნობა აინთო იმის პატარა გულში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen