კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 11:31

 

- ცრუპენტელა დათუავ, ისეთ ზღაპარს მოგიყვები, ჩვენს მამას ქოსატყუილასაც კი გაუკვირდესო! - უთხრა პეტრიკელამ.

ქოსატყუილა ხის ძირას ჭილობზე კოტრიალობდა. დათუა-ცრუპენტელა კი შიშველი ფეხით ფეხს იფხანდა, ხოლო პეტრიკელა-ცრუპენტელამ მოხსნა გუდას პირი და დაიწყო:

 

* * * * * * *

 

გათენდა. თაგუნამ გაიღვიძა, გაიზმორა და დაიწყო ოცნება:

 - ახლა ავდგები, ხელ-პირს დავიბან, ვისაუზმებ და სანადიროდ მოვემზადები... 

თაგუნა მეორე გვერდზე გადაბრუნდა და განაგრძო ოცნება: 

- სანადიროდ მოვემზადები, ხვრელიდან თავს ამოვყოფ და მივიხედ-მოვიხედავ... 

თაგუნა მესამე გვერდზე გადაბრუნდა და განაგრძო ოცნება: 

- მივიხედ-მოვიხედავ, ხვრელიდან გამოვალ და პირდაპირ და უშიშრად გავწევ საკუჭნაოსაკენ. 

თაგუნა მეოთხე გვერდზე გადაბრუნდა და განაგრძო ოცნება: 

- გავწევ საკუჭნაოსაკენ და ხაფანგს დავინახავ. 

თაგუნა მეხუთე გვერდზე გადაბრუნდა და...

ხაფანგმა ჩვენი თაგუნა ცოტა ჩააფიქრა. სანამ თაგუნა ფიქრობს, მანამდე ჩვენც ჩავფიქრდეთ, დათუა!

- რატომა აქვს თაგუნას ამდენი გვერდები?

- იმიტომ, რომ ზარმაცია. რაც უფრო ზარმაცია, თაგვი იქნება ეს თუ კატა, კატა იქნება ეს თუ ძაღლი, მით უფრო მეტი გვერდები ექნება მას, რათა ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდეს, მეორიდან მესამეზე და ასე შემდეგ. მაგალითად, ერთ ზარმაც ბიჭუნას იმდენი გვერდები ჰქონდა, რომ ასი წელია ითვლის და აქამდე ვერ დაუთვლია...

- თაგუნას რომელ გვერდზე შევჩერდით? - ჰკითხა პეტრიკელამ დათუას. 

- მეხუთეზე, - მიუგო დათუამ. 

- კეთილი, განაგრძო პეტრიკელამ. 

თაგუნა მეხუთე გვერდზე გადაბრუნდა და განაგრძო ოცნება:

- დავინახავ ხაფანგს და შიგ ხორცის ნაჭერს. ისე ავუვლი გვერდს, რომ ხაფანგმა ვერაფერი გაიგოს. როცა გაიგებს, უკვე გვიან იქნება. გვიან როცა იქნება, ხაფანგი გაბრაზდება. ხაფანგი როცა გაბრაზდება, მე უკვე შორს ვიქნები, ხაფანგს აღარავინ აღარ ეყოლება დასაჭერი. როცა ხაფანგს აღარავინ აღარ ეყოლება დასაჭერი, თავის თავს თვითონ დაიჭერს...

- ხა! ხა! ხა! გადაიხარხარა დათუამ. 

პეტრიკელამ განაგრძო:

თაგუნა ისე გაერთო ოცნებით, რომ მეხუთე გვერდიდან პირდაპირ მეშვიდე გვერდზე გადაბრუნდა. მეექვსე გვერდი გამორჩა. 

- ხაფანგი როცა თავის თავს დაიჭერს, ხმაურზე კატას გამოეღვიძება...

კატის ხსენებაზე თაგუნას ისე შეეშინდა, რომ მეშვიდე გვერდიდან უკან, მეხუთე გვერდზე გადმობრუნდა. მეექვსე გვერდი ახლაც გამორჩა.

დიდხანს ცდილობდა თაგუნა დამშვიდებას და ბოლოს, როგორც იქნა, დაიმშვიდა თავი:

- არ გაიღვიძებს! ჩემმა მამაცმა მეზობელმა წრუწუნამ მითხრა: კატებს ზოგჯერ ძილი უფრო უყვართ, ვიდრე გამოღვიძებაო. რომ გაიღვიძოს, მაშინ რაღა ოცნება გამოვა?!

კიდევ ერთხელ გაიღვიძა თაგუნამ და გაიფიქრა: - დღე გამომრჩაო და კვლავ დაიძინა.

გვიან მიხვდა ზარმაცი თაგუნა, რომ ღამე კი არ არის ასეთი მავი და ბნელი არამედ ვიღაცამ ამოავსო მისი ხვრელი. 

ახლა მეც არ ვიცი, სძინავს თუ არა თაგუნას.

ქოსატყუილა უკვე მაგრად ხვრინავდა. დათუა ცრუპენტელას ძალიან მოეწონა ზარმაცი თაგვის ზღაპარი. კმაყოფილმა და ძილმორეულმა პეტრიკელას უთხრა:

- ეჰ, ჩემო პეტრიკელა, მართლაც რომ შვიდი გვერდი მქონდეს, რა კარგი იქნებოდა, რას ვიკოტრიალებდი! ახლა დავიძინოთ და შემდეგისთვის ერთი კარგი ჯადოსნური ზღაპარი ჩემზე იყოსო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen