კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:34

 

 

ამას ვამჩნევ ფიქრისა და მსჯელობისას სხვას მაინც მიჰბაძონ, თუ შინაარსით არა, გარეგნობით მაინც, რომ უცხო კაცი დაესწროს, ის არა თქვას: ე რა ღმერთი გამიწყრა, რა ველურს ხალხში მოვემწყვდიეო.

აგერ, შორს რად გვინდა წასვლა, შევხედოთ ინგლისელებს. დაუკვირდეთ გლადსტონს და ირლანდიის შესახებ მის აზრის მოწინააღმდეგეთ, როგორ ეპყრობიან, რა კილოთი საუბრობენ, რა საზომი და სასწორი უჭირავთ ხელში. „მართალია, ამა და ამ აზრში მოტყუებულა გლადსტონი, მაგრამ მაინც დიდებული კაციაო, მაინც დიდებაა ინგლისისაო“. 

აბა, კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმეინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავით ბოლომდე, მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძალგიძსო.

ამას ვამჩნევ მე და გული მტკივა. ამ ტკივილმა ისე იმატა, რომ თავსაც მატკიებს. ამგვარი საქციელი, ამისთანა ერთი მეორესთან დამოკიდებულება, ჩემს თავში ვერა თავსდება, გონებას მიძრწუნებს. შენ რას იტყვი, აღარ ვიცი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen