კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:42

 

გაზაფხულზე - ტყის პირას, ნოტიო ადგილას ერთი ძუაბალახი ამოვიდა. გაიზარდა მაღალი, ტანწერწეტა, გრძელ-გრძელი წიწვები გაიტანა და ნიავის დაბერვაზე საამურად ირწეოდა.

კარგ ადგილას იდგა ძუაბალახი, ძალიან კარგ ადგილას, არც მზე აკლდა, არც სინოტივე, ნიავიც ხომ უბერავდა და უბერავდა. ალბათ ასევე იქნებოდა მუდამ, მაგრამ ერთ დილას რაღაცა შეეხო ცივად.

ძუაბალახმა კენწერო დახარა, ძირს ჩაიხედა და სულ დაბლითა მუხლზე მწვანე, პატარა ღერო შენიშნა. მთლად ნორჩი იყო, ჯერ მხოლოდ ორი ხასხასა ფოთოლი გადაეშალა აქეთ-იქით და რაც შეეძლო, გამალებით მიცოცავდა ზემოთ. 

- ვინა ხარ, სად მოხვალ? - ჩასძახა ძუაბალახმა.

- ვინ უნდა ვიყო, ხვართქლა ვარ, ამოვალ შენთან და ორივენი ერთად ვიქნებით.

ეს იყო და ეს იმ დღიდან მოყოლებული ხვართქლა აღარ მოშორებია ძუაბალახს. გარშემო ეხვეოდა და მაღლა-მაღლა მიდიოდა. ძირი ხომ მთლად შეუფოთლა და ახლა წიწვებზედაც გადაბრძანდა, ზედ გადაეგრიხა, თან წვრილი, წვეტიანი კოკრებით დაიხუნძლა.

გადიოდა დრო, ძუაბალახს თანდათან უმძიმდებოდა მხრები. ხვართქლა ძირზე, მუხლებზე, წიწვებზე მარწუხებივით უჭერდა ბწკალებს და სულს უხუთავდა საცოდავ ბალახს.

ერთხელ რაღაცნაირად მოიკრიბა ძალ-ღონე შეიშმუშნა, გაიწია, გამოიწია, უნდოდა თოკებივით გაბმულ-გამობმული ბწკალები გაეწყვიტა და გარეთ გასულიყო.

რა წრიალი აგიტყდა, მოისვენე, კოკრები არ დამიქლირტო! - შეუტია ხვართქლამ.

ძუაბალახმა ყურიც არ ათხოვა, კიდევ შეიშმუშნა, გაიწ-გამოიწია, წიწვები სადღაც ჭუჭრუტანებშიც გააძვრინა, მაგრამ ეს რას უშველიდა, ხვართქლას ხლართებს სად წაუვიდოდა!

დასუსტდა, დაიღალა ძუაბალახი, ოდნავ გვერდზე გადაიხარა.

ვაიმე, ვაიმე, რას ველოდი და რა მომივიდა! მეგონა ფესვებიდან დავიყრიდი ძუაბალახებს, ისინიც დაიზრდებოდნენ მაღლები, ტანადები და ჩემი ჯალაბობა დაემსგავსებოდა პაწაწინა ფიჭვის ტყეს. თუმცა იმათ ვინ ჩივის, მეც ძლივსღა ვდგავარ ფეხზე!

მართლაც ძლივს იდგა ფეხზე; სადაც იყო წაიქცეოდა. არ იცოდა რა ექნა, ვისთვის ეთხოვა შველა. შორიახლოს ხან მწყემსი გაივლიდა, ხან მეტყევე, მაგრამ ისინი ძუაბალახისაკენ არც კი იყურებოდნენ.

ბოლოს, ერთი - სიბერისაგან დალეული, მხრებში მოკუზული დედაბერი გამოჩნდა. ნელ- ნელა მოდიოდა, ხანდახან შეჩერდებოდა, მიწას ჩააკვირდებოდა, მერე დაიხრებოდა, დანით რაღაც ბალახს ამოსჭრიდა და აკალთავებულ წინსაფარში უძახებდა. ამ ძებნა-ძებნაში დედაბერი ძუაბალახამდე მივიდა.

- რა კარგი წამალი ხარ, რა კარგი, მაგრამ ეს რა მოგსვლია, ეგრე როგორ დაგჩაგრა ამ გასაწყალებელმა ხვართქლამ. უდროოდ შეგცვლია ფერი, კანიც გადაგხლეჩია, აბა, რაღამ უნდა გასულდგმულოს! - სიბრალულით უთხრა ძუაბალახს დედაბერმა, მერე დასწვდა, უნდოდა ბურდღლი შემოეცილებინა, იქნებ გამობრუნდესო.

ფრთხილობდა დედაბერი, ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ ხვართქლას ხლართებიდან ძნელი იყო გამორჩევა. წიწვები მთლად დასცვივდა ძუაბალახს და ძირიც ხელში მემოატყდა დედაბერს. სადაც ძუაბალახი იდგა, იქ მხოლოდ როკიღა მოჩანდა.

დედაბერმა ხვართქლა ძირფესვიანად მოგლიჯა, დააგორგლა, მოიქნია და ხევისკენ ისროლა, თითქოს ჯავრი ამოიყარაო. მერე მიწაში ჩარჩენილ როკის გარშემო დანაოჭებული ხელი მიუსვ-მოუსვა, კიდევ ხომ არ დარჩა ხვართქლას ფესვი ან თესლიო და თავის გზაზე წავიდა.

ახლა ძუაბალახს აღარც სული ეხუთება, საღარც მარწუხებივით უჭერს რამე. სადღაც თავის ფესვებთან ჩაყუჩებულა და ელოდება იმ დღეს, როცა სველსა და თბილ მიწას ასჭრის და ავა ისევ მაღლა, სულ მაღლა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen