კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 09:08

 

მცენარეებში ჩვენ ვიცით ხეები, ჩირგვები, საპურე მცენარეები, ბალახი და სოკოები.

ხეს ერთი მსხვილი ღერო აქვს. ამ ღეროს ამოგლეჯა მიწიდან ძალიან ძნელია, რადგან მისი მსხვილი და გრძელი ფესვები ღრმად არის წასული მიწაში. ხე მიწიდან ფესვების საშულაებით ნოყიერი წვენით იკვებებს და იზრდება. ღეროზე ხეს ასხია ბევრი ტოტები, ტოტებზე ამოსულია ყლორტები, ყლორტებს ასხია ფოთლები. ხე ბევრ წელიწადს ცოცხლობს.

ხე მეტად სასარგებლოა: ადამიანი მისი საშილაებით ათბობს სადგომს და აშენებს სახლს. ზოგიერთი ხეები საჭმელ ნაყოფს ისხმენ. ამისთანა ხეებს ხეხილს ვეძახით.

ჩირგვს ხესავით ერთი ღერო არა აქვს. მას ასხია რამდენიმე წვრილი ღერო; ღეროებზე ამოსულია პატარა ყლორტები, რომლებიც შემოსილია ფოთლებით. ჩირგვის ამოგლეჯაც ძნელია, იმიტომ რომ ფესვები განივრად აქვს ჩამდგარი მიწაში. ჩირგვი ბევრს წელიწადს ძლებს. ზოგიერთი ჩირგვი საჭმელ ხილს და კენკრას ისხამს. ადამიანი ჩირგვებს ჭრის და ფიჩხად ხმარობს.

საპურე მცენარეებს წვრილი და გულცარიელი ღეროები აქვთ. ეს ღერო ამოსულია მოკლე და წვრილ ფესვებზე. ამიტომ საპურე მცენარეების მიწიდან ძირიანად ამოგლეჯა ადვილია. ღეროებს თავზე ასხიათ მარცვლიანი თავთავები. ეს მარცვლები ადამიანის პურს შეადგენენ, ღეროები კი შინაური საქონლის საჭმელია. ყოველი საპურე მცენარე ადამიანისაგან ყოველს წელიწადს ხნულში ითესება, რადგან მხოლოდ ერთ წელს სცოცხლობს.

ბალახს ისეთი პაწაწა ღერო აქვს, რომ ფოთლებში არც კი უჩანს. მისი ფესვებიც ერთი ბეწოა, ამიტომ ადვილად იგლიჯება ძირიანად. ბალახიც მხოლოდ ერთს წელიწადს ცოცხლობს, ზამთარში ხმება და იფშვნება. ბალახი კვებავს შინაურ საქონელს. ზოგ ბალახს თესლი აქვს, ზოგს კი არა. თესლიანი ბალახი მეორე წელიწადს თესლიდანვე აღმოცენდება, უთესლო კი თავიდან ამოდის თავის ფესვებზე. ზოგი ბალახი წამლად გამოიყენება.

სოკო ცხადად გამოირჩევა ყველა სხვა მცენარეებისაგან. მისი ძირი მიწაში კუნძივით არის დამალული. ამ ძირზე ამოსულია მომსხო ღერო, რომელსაც არც ტოტები აქვს და არც ფოთლები. ზემოთ ადგას მრგვალი თავი, რომელიც ქოლგასავით უჩრდილებს და ადამიანის ქუდს მოგაგონებს. სოკომ წვიმაზე იცის ამოსვლა, ბალახზე ცოტა ხანი ცოცხლობს და რამდენიმე დღეს ძლივს ძლებს. ზოგიერთი სოკო საღი და გემრიელი საჭმელია, ზოგი კი შხამიანია და ადამიანს წამლავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen