კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 11:01

 

ზამთრისპირის ბურუსიან დღეს ოთხი თეთრი ვეება ფრინველი უხმაუროდ მოვიდა და ბაღის ბოლოში, ფოთოლგაცვენილ კაკალზე დაჯდა. 

ისხდნენ, როგორც ბავშვის ნახატში, ხესთან შედარებით უზომოდ დიდები, ნაცრისფერში შეჟღენთილი თეთრი აკვარელივით, დაღლილები თუ საგონებელში ჩაცვივნულნი. შეშინებულნი იყურებოდნენ ღობის ძირში შემალული ქათმები.

გამოვარდა კედლის იქიდან ჩემი მასწავლებელი, აკანკალებული ხელით ჩააწყო გადახსნილ თოფში ვაზნები, ჩაიპარა ორღობით და ყველაფერი დააზანზარებინა წყვილ გასროლას, მაგრამ ფრინველთაგან არც ერთი არ ჩამოვარდნილა, თითქოს არც შეშფოთებულან, გაშალეს ფართო, გრძელი, ძლიერი ფრთები და თანდათანობით შეერივნენ ბურუსს - რა შეუცნობლობიდანაც მოვიდნენ, ისევ იმ შეუცნობლობაშივე შეიკარგნენ.

მასწავლებელი - ჯანმაგარი, მჭევრმეტყველებით განთქმული კაცი, - მრგვალ საფანტს აბრალებდა, მრგვალმა საფანტმა ვერ გაუარა თივთიკსო...

მე კი, ათი წლისას, მცენარეებიდან და ცხოველებიდან ჯერ კიდევ სულგაუმიჯნავ ბავშვს, ძალიან მიკვირდა, როგორ ამბობდა ამას: როგორ შეიძლება მოკლა ქვეყნიდან ქვეყნად მოხეტიალე ზამთრისპირის ულამაზესი სევდა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen